- საქართველო 44:67 პოლონეთი
- საქართველო მე-5 ადგილისთვის მატჩზე გადაერთო
რუმინეთში გრძელდება 18-წლამდელ კალათბურთელთა ევრობასკეტი (B დივიზიონი). B ჯგუფში მე-2 ადგილის დაკავების შემდეგ, საქართველოს ნაკრები 1/4 ფინალში გავიდა, სადაც პოლონეთთან 23-ქულიანი სხვაობით დამარცხდა - 44:67.
ასე რომ, საქართველოს ნაკრები მე-5 ადგილისთვის ბრძოლაში გადაერთო და ელიტის საგზურისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
რატი ანდრონიკაშვილმა 30 წუთში 19 ქულა ჩააგდო, 6-ჯერ მოხსნა ბურთი, 5 ჩაჭრა და 2 ასისტი მიითვალა, მაგრამ მას თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს. ალექსანდრე მერკვილაძის ანგარიშზე 8 ქულაა. გუნდისთვის დიდი დანაკლისია 216 სმ სიმაღლის ცენტრის, საბა გიგიბერიას გამოკლება, რომელმაც მხოლოდ 2 მატჩი ითამაშა, ახლა კი ტრავმირებულია. პოლონელებმა 11 სამქულიანი ჩააგდეს, ქართველებმა კი მხოლოდ 3 (22 ცდიდან!).
შემდეგ მატჩში ჩვენი გუნდის მეტოქე პორტუგალია-ჩეხეთის დამარცხებული იქნება.
კომენტარები