Thumbnail

NBA-ს ლეგენდა თბილისში - დირკ ნოვიცკი ზაზა ფაჩულიას აკადემიას ესტუმრა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დირკ ნოვიცკი საქართველოში იმყოფება
  • NBA-ს ლეგენდამ ზაზა ფაჩულიას აკადემია მოინახულა

ლეგენდარული გერმანელი კალათბურთელი დირკ ნოვიცკი, რომელმაც კარიერა ახლახან დაასრულა, საქართველოშია!

41 წლის ნოვიცკის თბილისში ზაზა ფაჩულიას აკადემია მასპინძლობს. დალას მავერიკსის ლეგენდა ფაჩულიას აკადემიის მოთამაშეებს და გულშემატკივრებს შეხვდა.

დირკმა ზაზას აკადემიის კალათბურთელებს საკუთარი ისტორია მოუყვა. ნოვიცკიმ კარიერის პირველი ნაბიჯებზე, მიზნისკენ თავდაუზოგავ შრომასა და იმ გზაზე ისაუბრა, რომელიც მან NBA-მდე გაიარა.

მან ბავშვებს აუხსნა, რომ განათლება ძალიან მნიშვნელოვანია მათ ცხოვრებაში, რადგანაც ერთმა პატარა ტრავმამაც შეიძლება მათი ცხოვრება შეცვალოს. სწორედ ამიტომ, ვარჯიშთან ერთად სწავლაც უმნიშვნელოვანესია.

დირკმა აღნიშნა, რომ ჯარში ყოფნამ მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და ის ნამდვილ პროფესიონალად ჩამოაყალიბა. გაიხსენა ამერიკასთან შეგუების პერიოდი და ისაუბრა იმ სირთულეებზე, რომლებიც მას გადახდა.

გერმანელმა ფორვარდმა NBA-ში 21 სეზონი გაატარა. 1998 წლიდან მოყოლებული, ნოვიცკი მხოლოდ დალასის ღირსებას იცავდა, ერთხელ კი გუნდთან ერთად მან ჩემპიონის ტიტულის მოგებაც შეძლო (2011 წელს). გერმანელმა 14-ჯერ ითამაშა "ყველა ვარსკვლავის მატჩში", 12-ჯერ კი სეზონის სიმბოლურ ნაკრებში დასახელდა.

2007 წელს დირკი გახდა პირველი ევროპელი, რომელიც NBA-ს ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ (MVP) დაასახელეს. ამ დროისთვის ის ლიგის ისტორიაში საუკეთესო სნაიპერებს შორის მეექვსეა, ხოლო პირველი - ევროპელთა შორის.

აღსანიშნავია, რომ დირკ ნოვიცკი და ზაზა ფაჩულია დალას მავერიკსში 2015/16 წლების სეზონში ერთად თამაშობდნენ და მეგობრები არიან.

დირკ ნოვიცკის სტუმრობა ზაზა ფაჩულიას აკადემიაში

დირკ ნოვიცკის სტუმრობა ზაზა ფაჩულიას აკადემიაში

დირკ ნოვიცკის სტუმრობა ზაზა ფაჩულიას აკადემიაში

დირკ ნოვიცკის სტუმრობა ზაზა ფაჩულიას აკადემიაში

დირკ ნოვიცკის სტუმრობა ზაზა ფაჩულიას აკადემიაში

დირკ ნოვიცკის სტუმრობა ზაზა ფაჩულიას აკადემიაში

კომენტარები

ბოლო ამბები