Thumbnail

იქ, სადაც ქართული ხელბურთი დაიწყო - თბილისი გოგონათა ევროპირველობას მასპინძლობს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 3-11 აგვისტო - ევროპის ჩემპიონატი 17-წლამდელ გოგონათა შორის
  • 10 ნაკრები სპორტის სასახლეში

3-11 აგვისტოს თბილისის სპორტის სასახლე 17-წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს ხელბურთში. ეს ამ დონის მესამე ტურნირია, რომელსაც საქართველოს ხელბურთის ფედერაცია ატარებს. 2016 და 2018 წლებში საქართველომ ჭაბუკთა ევროპის პირველობას უმასპინძლა, ახლა კი გოგონების ჯერია. 

ყველაფერი კი 3 აგვისტოს 16 საათზე საზეიმო გახსნით დაიწყება, რომელსაც საქართველო-ლიტვის მატჩ მოყვება ნახევარ საათში. ფინალი კი 11 აგვისტოს გაიმართება. 

მეტი ამ თემაზე:

საქართველოს გოგონათა ნაკრები (მწვრთნელები ინა ჭკუასელი, გელა ჟვანია, გიგა ტორონჯაძე და ლანა მარგიანი) ამ ტურნირისთვის უკვე ორი წელიწადია ემზადება. გუნდმა 2016 წელს გიოტებორგში (შვედეთი) 16-წლამდელთა ევროპირველობაზე იასპარეზა, გასულ სეზონში კი ჩვენი ნაკრები აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატში გამოვიდა. ბოლოს ნაკრებმა 19-წლამდელთა ევროპირველობაზე იასპარეზა კლაიპედაში, სადაც ორი წლით უფროსებთან საჭირო გამოცდილება მიიღო, კოსოვოს ნაკრების დამარცხებაც შეძლო. 

TOP GOALS | GEO U17 TEAM MARIAM DVALISHVILI

1 day to go! 🤾🏼‍♀️ ევროპის გოგონათა ჩემპიონატი იწყება 🙌🏽 ჩვენი ნაკრების წევრი მარიამ დვალიშვილი 🇬🇪 #topgoals #handball #georgia #ehfchampionship #georgia2019 #ხელბურთი #სპორტი2019 #საქართველო

Posted by საქართველოს ხელბურთის ფედერაცია • Georgian Handball Federation on პარასკევი, 02 აგვისტო, 2019

ტურნირში 10 ნაკრები მონაწილეობს:

A ჯგუფი: სერბეთი, ბულგარეთი, უკრაინა, ფარერები, საბერძნეთი

B ჯგუფი: ლიეტუვა, ფინეთი, შვეიცარია, საქართველო, ლატვია

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები (გოგონები)

საქართველოს ნაკრები ტურნირის წინ

მეკარეები: 1. ნატო კოპალეიშვილი (2002, სამტრედია), 16. დიანა ქარჩავა (2002, აჭარა), 61. ხატია ჯიქურაშვილი (2002, პეგასი)

მარცხენა ფრთა: 11. ანა ჩხაიძე (2003, ქარიშხალა), 22. ნინო კომახიძე (2003, აჭარა),

მარჯვენა ფრთა/მარკჯვენა მცველი: 23. ციცინო ბჟალავა (2003, ფოთი), 25. ნინო გაგნიძე (2002, პეგასი), 93. ლანა გოგია (2002, ფოთი)

ცენტრი: 3. ნინო საბაშვილი (2005, პეგასი), 17. მარიამ დვალიშვილი (2002, აჭარა)

მარცხენა მცველი/ცენტრალური მცველი: 2. ანა სურამლიშვილი (2004, ყვარელი), 7. მარიამ ცინცაძე (2002, ქარიშხალა), 8. ნენო ჯგერენაია (2002, ფოთი), 9. ანა კორძაია (2003, პეგასი), 13. ხატია ქამაშიძე (2002, აჭარა), 19. თამარ ბურკაძე (2004, სამტრედია), 20. ელისაბედ ჩხაიძე (2002, პეგასი), 21. ქეთევან ცინცაძე (2002, ქარიშხალა)

კალენდარი

3 აგვისტო 

12:00 სერბეთი - ფარერები
14:00 უკრაინა - საბერძნეთი
16:00 გახსნა
16:30 ლიეტუვა - საქართველო
18:30 შვეიცარია - ლატვია

4 აგვისტო 

12:00 ფარერები - ბულგარეთი
14:00 საბერძნეთი - სერბეთი
16:00 საქართველო - ფინეთი
18:00 ლატვია - ლიეტუვა

5 აგვისტო 

12:00 ბულგარეთი - უკრაინა
14:00 ფარერები - საბერძნეთი
16:00 საქართველო - ლატვია
18:00 ფინეთი - შვეიცარია

7 აგვისტო 

12:00 ბულგარეთი - საბერძნეთი
14:00 უკრაინა - სერბეთი
16:00 ფინეთი - ლატვია
18:00 შვეიცარია - ლიეტუვა

8 აგვისტო 

12:00 უკრაინა - ფარერები
14:00 სერბეთი - ბულგარეთი
16:00 შვეიცარია - საქართველო
18:00 ლიეტუვა - ფინეთი

10 აგვისტო, 1/2 ფინალი 
11 აგვისტო, ფინალი

კომენტარები

ბოლო ამბები