Thumbnail

პოგბას ნაცვლად აიაქსის ვარსკვლავი? მადრიდელების გეგმა B რეალურია!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რეალ მადრიდს პოლ პოგბას გადაბირება უჭირს
  • ახალი ინფორმაციით, სამეფო კლუბმა აიაქსის ვარსკვლავს დაუმიზნა
  • რამდენად გამოდგება დონი ვან დე ბეეკი პოგბას ალტერნატივად?

პოლ პოგბა ან არავინ? არა, მადრიდის რეალში საკითხი ასე ნამდვილად არ დგას. მართალია, ფრანგი ნახევარმცველის შეძენა ‘სამეფო კლუბის’ მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, მაგრამ ამ საქმიდან ჯერჯერობით არაფერი გამოდის. რეალს ბევრი დრო აღარ აქვს და პოგბას ალტერნატივაზე ფიქრობს.

‘მარკა’ და AS წერენ, რომ რეალის გეგმა B ამსტერდამის აიაქსის ნახევარმცველი დონი ვან დე ბეეკია! 

ჩვენი ესპანელი კოლეგების ინფორმაციით, რეალმა უკვე გადადგა კონკრეტული ნაბიჯები 22 წლის ნახევარმცველის შესაძენად. AS-ის ცნობით, აიაქსი მზადაა, ახალგაზრდა ფეხბურთელი 60 მილიონ ევროდ გაყიდოს. ვან დე ბეეკმა ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში, პლეი ოფში, ნახევარფინალამდე, ყველა მატჩი 90 წუთი ითამაშა. ერიკ ტენ ჰაგის გუნდის სენსაციურ წარმატებაში მას დიდი წვლილი მიუძღვის.

ესპანელები წერენ, რომ ზიდანის პრიორიტეტად პოგბას შეძენა რჩება, მაგრამ თუ ფრანგი ფეხბურთელი და მანჩესტერ იუნაიტედი გადაწყვეტილებას მალე არ მიიღებენ, მადრიდელები ვან დე ბეეკს შეიძენენ.

კომენტარები

ბოლო ამბები