Thumbnail

ვინ იქნება ჰემილტონის თანაგუნდელი? მერსედესი გადაწყვეტილებას მალე მიიღებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ტოტო ვოლფი გადაწყვეტილებას აგვისტოში მიიღებს 
  • ვალტერი ბოტასი თუ ესტებან ოკონი?

მერსედესის გულშემატკივრების ლოდინი დიდხანს აღარ გაგრძელდება: მალე გაირკვევა, ვინ იქნება ლუის ჰემილტონის ახალი თანაგუნდელი. ამის შესახებ, მერსედესის გუნდის შეფმა, ტოტო ვოლფმა გაზეთ ‘ველტთან’ ინტერვიუში ისაუბრა.

ვალტერი ბოტასი

“ჯერჯერობით არ მიგვიღია გადაწყვეტილება, იქნება თუ არა ვალტერი ბოტასი კვლავ ლუის ჰემილტონის თანაგუნდელი. ყველაფერი მალე, უფრო კონკრეტულად კი აგვისტოში გადაწყდება,” - განაცხადა ვოლფმა.

47 წლის ავსტრიელმა აღნიშნა, რომ მერსედესში არჩევანი ბოტასსა და ესტებან ოკონს შორის უნდა გააკეთონ. ფრანგი 2015 წლიდან მერსედესშია და ახლა სათადარიგო მრბოლელის სტატუსი აქვს.

“ვალტერი ბოტასის სახით ჩვენ ტოპ-პილოტი გვყავს და ეს ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ გვყავს ახალგაზრდა, ძალიან ნიჭიერი ესტებან ოკონიც, რომელიც იმსახურებს ადგილს ფორმულა 1-ში,” - დასძინა ვოლფმა.

ბოტასი 29 წლისაა და მერსედესში 2017 წლის სეზონიდან ასპარეზობს. მან მაშინ მსოფლიოს 2016 წლის ჩემპიონი ნიკო როსბერგი შეცვალა, რომელმაც ტიტულის მოპოვების შემდეგ, ყველასათვის მოულოდნელად, კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ესტებან ოკონი 22 წლისაა, ფორმულა 3 და GP 3 აქვს მოგებული.

კომენტარები

ბოლო ამბები