Thumbnail

რონალდო კიმ ჩენ ინს შეადარეს! სამხრეთ კორეაში ყველა კრიშტიანოს ლანძღავს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კრიშტიანო რონალდომ სამხრეთ კორეაში მოედანზე გასვლა არ ისურვა
  • პორტუგალიელს მკაცრად აკრიტიკებენ, სამხრეთ კორეის ლიგა იუვეს უტევს

სამხრეთ კორეის საფეხბურთო ლიგის და ტურინის იუვენტუსის სკანდალი გრძელდება. მიზეზი, როგორც იცით, კრიშტიანო რონალდოა, რომელმაც სამხრეთ კორეის ლიგის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა არ ისურვა და მთელი თამაში სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

სეულში გამართული მატჩიდან ერთი კვირის შემდეგ, K-ლიგა იუვეს ადანაშაულებს და ტურინული კლუბისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. როგორც იცით, მხარეებს შორის წინასწარ იყო შეთანხმებული, რომ რონალდოს მინიმუმ 45 წუთი უნდა ეთამაშა, მაგრამ პორტუგალიელმა მოედანზე გასვლაზე უარი თქვა.

მატჩს ჯამში 65 000 მაყურებელი დაესწრო - ისინი სტადიონზე პირველ რიგში რონალდოს თამაშის სანახავად მივიდნენ. 2000-მა ფანმა უკვე უჩივლა მატჩის ორგანიზატორებს - ისინი ბილეთში გადახდილი თანხის დაბრუნებას (23-დან 300 ევრომდე) და დამატებით 758 ევროს ოდენობის კომპენსაციას ითხოვენ.

“რონალდომ ერთი წუთიც კი არ ითამაშა. ეს იმას ნიშნავს, რომ არ შესრულდა კონტრაქტის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი, რომლის მიხედვითაც, კრიშტიანოს მინიმუმ 45 წუთი უნდა ეთამაშა,” - ვკითხულობთ K-ლიგის ოფიციალურ განცხადებაში.

მატჩის ორგანიზატორი კომპანიის, The Festa-ს გენერალურმა მენეჯერმა სატელევიზიო ინტერვიუს დროს ცრემლები ვერ შეიკავა. მან თქვა, რომ როდესაც ორგანიზატორები მიხვდნენ, რომ ტურინული გრანდის მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი რონალდოს მოედანზე გაყვანას არ აპირებდა, იუვეს ვიცე-პრეზიდენტ პაველ ნედვედს მიმართეს და კონტრაქტში ჩადებული ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი შეახსენეს. 

“ნედვედმა მითხრა, მეც ძალიან მინდა, რომ რონალდომ ითამაშოს, მაგრამ თვითონ არ სურს მოედანზე გასვლა, ბოდიში, მაგრამ არაფერი შემიძლიაო,” - ამბობს The Festa-ს შეფი.

აღსანიშნავია, რომ მატჩი ისედაც 1-საათიანი დაგვიანებით დაიწყო, რადგან ტურინელებმა სტადიონზე დააგვიანეს. გაბრაზებული სამხრეთკორეელები “მესი-მესის” სკანდირებდნენ. უმრავლესობამ სტადიონი ნაადრევად დატოვა.

იუვენტუსის ოფიციალურ ახსნა-განმარტებაში ნათქვამია, რომ 34 წლის რონალდო სამედიცინო მიზეზით დაასვენეს, მაგრამ სამხრეთკორეელებს ამის არ სჯერათ: “თუ მას თამაში არ შეეძლო, რატომ იყო განაცხადში და რატომ იჯდა სათადარიგოთა სკამზე?” - ვკითხულობთ სამხრეთკორეელთა განცხადებაში.

კონფლიქტმა პოლიტიკურ სცენამდეც მიაღწია. ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ნა კიუნ-ვონმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, რონალდო ჩრდილოეთ კორეის დიქტატორ კიმ ჩენ ინს შეადარა: “კიმს და რონალდოს ერთი საერთო აქვთ - სამხრეთ კორეას ორივე შეურაცხყოფას აყენებს!” - განაცხადა მან.

გამოკითხვა

ვინ სად წავა სატრანსფერო პერიოდში?

  • დავიდ დე ხეა პსჟ-ში
  • ლეროი სანე ბაიერნში
  • პოლ პოგბა იუვენტუსში
  • რომელუ ლუკაკუ ინტერში
  • ჰენრიხ მხითარიანი ჩინეთში
  • ფილიპე კოუტინიო ჩელსიში
  • ალექსანდრ ლაკაზეტი ბასელონაში
  • კრისტიან ერიკსენი რეალ მადრიდში

კომენტარები

ბოლო ამბები