Thumbnail

რომან ფიფია: ჩვენი ბიჭები ფეიენოორდთან გამარჯვებისთვისაც მზად არიან!

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დინამოს პრეზიდენტმა და ფეხბურთელებმა გაბალასთან გამართული მატჩი შეაფასეს
  • თბილისური კლუბის მომდევნო მეტოქე ფეიენოორდი იქნება

ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში, დინამო თბილისმა აზერბაიჯანულ გაბალას უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. ფელის ვისენტეს გუნდი მესამე ეტაპზე გავიდა, სადაც ჰოლანდიური ფეხბურთის გრანდს, როტერდამის ფეიენოორდს შეხვდება. დინამომ 2 მატჩის ჯამში მეტოქე 5:0 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, თბილისის დინამოს პრეზიდენტმა რომან ფიფიამ და დინამოს ფეხბურთელებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს.

რომან ფიფია (დინამო თბილისის პრეზიდენტი)

''მთავარი ის არის, რომ ჩვენმა ბიჭებმა დამაჯერებლად ითამაშეს. ყველაზე მნიშვნელოვანი კიდევ ის არის, რომ ფეიენოორდთან დაპირისპირება გვიწევს. დიდი იმედი მაქვს, რომ ქომაგებს გავახარებთ და არამარტო ქომაგებს - ჩვენს ვეტერანებსაც, რომლებმაც ფეიენოორდს მოუგეს და ფინალში გავიდნენ. ადვილი თამაში ნამდვილად არ გვექნება, მაგრამ ჩვენი ბიჭები გამარჯვებისთვის ნამდვილად მზად არიან.''

ლევან შენგელია (დინამო თბილისი)

''უპირველეს ყოვლისა, გულშემატკივარს მივულოცავ, რადგანაც მათი მხარდაჭერა ჩვენთვის დიდი მუხტი იყო. ფეიენოორდთან თამაშისთვის მზადებას მალევე დავიწყებთ, განვიხილავთ შეხვედრებს და ვეცდებით, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ.''

გაბალას ფეხბურთელებს ლევან შენგელიას შეჩერება ძალიან უჭირდათ

გიორგი კუხიანიძე (დინამო თბილისი)

''ყველას მივულოცავ ამ გამარჯვებას და განსაკუთებით იმ ადამიანებს, ვისაც გაუხარდა. მომდევნო ეტაპზე დამსახურებულად გავედით. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ფეიენოორდთან ღირსეულად ვიასპარეზოთ.''

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები