Thumbnail

ყველა ვარსკვლავის მატჩი: ბევრი ქულა და კარგი სანახაობა ქუთაისში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • რეგიონი 169:158 თბილისი
  • ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული: ბიშოპ დანიელსი (სოხუმი).
  • 3-ქულიანების კონკურსის გამარჯვებული: რევაზ ჩაჩანიძე (რუსთავი).

ქართული ოლსტარი, ანუ ყველა ვარსკვლავის მატჩი ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა. ერთმანეთს რეგიონის და თბილისის გუნდები დაუპირისპირდნენ. როგორც ასეთ მატჩს შეეფერება, გუნდები დაცვაზე ნაკლებად ფიქრობდნენ და შედეგიც შესაბამისი დაფიქსირდა

რეგიონის გუნდმა თბილისი 169:158 დაამარცხა

მატჩი დინამიური, სანახაობრივი და უხვქულიანი გამოდგა. ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი გიორგი ბარბაქაძე იყო, რომლის აქტივში 34 ქულაა და შესაბამისად, ის ყველა ვარსკვლავის მატჩის MVP გახდა. რეგიონის რიგებში, ბარბაქაძის შემდეგ ყველაზე შედეგიანი აკაკი ლომოური იყო, რომელმაც 30 ქულა მოაგროვა. რაც შეეხება თბილისის გუნდს, ბერტრანდ ნკალმა 30 ქულა მიითვალა აქტივში.

მატჩის სამი მეოთხედი ქულა ქულაში მიმდინარეობდა და სანახაობასთან ერთად, თამაშს არც დაძაბულობა მოკლებია. დასკვნით მეოთხედში რეგიონის გუნდის უპირატესობა გამოიკვეთა და საბლოოდ, 11-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა.

ქართული ოლსტარის შესვენებისას 3-ქულიანების და ჩატენვების კონკურსი გაიმართა

ჩატენვების კონკურსის ფინალში ბიშოპ დანიელსი (სოხუმი) და ტაირელ ნელსონი (რუსთავი) გავიდნენ. ფინალში უკეთ დანიელსი წარმოჩინდა და ჯილდოც მას გადაეცა. 3-ქულიანების კონკურსის ფინალში რევაზ ჩაჩანიძემ (რუსთავი) გიორგი ბარბაქაძეს (ქუთაისი) 17:15 აჯობა და გაიმარჯვა კიდეც. 

ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული ბიშოპ დანიელსი

 

კომენტარები

ბოლო ამბები