Thumbnail
  • აზერბაიჯანული მედია დინამო თბილისისა და გაბალას დაპირისპირებაზე
  • რას წერენ azerifootball.com და azerisport.com

ბოლო წლებში აზერბაიჯანულ ფეხბურთის მცირე წარმატებების ფონზე, აზერბაიჯანულ მედიაში მწვავედ რეაგირებენ ნებისმიერ წარუმატებლობაზე, განსაკუთრებით კი მეზობლებთან მიმართებაში. მას მერე, რაც გაბალა თბილისშიც დამარცხდა დინამოსთან და ევროპალიგიდან ორი მატჩის ჯამში 0:5 გავარდა, აზერბაიჯანულმა azerifootball.com-მა ძალზე კრიტიკული სტატია მიუძღვნა ამ მარცხს.

azerifootball.com

"გაბალამ თბილისში აზერბაიჯანული ფეხბურთი შეარცხვინა", - ეს ამ სტატიის სათაურია.
"თბილისის დინამომ თამაშ-თამაშ გაუტანა გაბალას 3 უპასუხო გოლი და ეს ეტაპი იოლად გაიარა. ჩვენ იძულებული ვართ ვაღიაროთ - გაბალას ხელმძღვანელობამ და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა აზერბაიჯანული ფეხბურთი შეარცხვინეს. ახლა დაიწყებენ თავის მართლებას, არ მოუსმინოთ!

ზაფხულში გაბალამ ბევრი ლეგიონერი შეიძინა, რომლებიც აქ "ერთი-ორი კაპიკისთვის" ჩამოდიან. დიახ, კლუბის ბიუჯეტი შეთხელებულია, მაგრამ მაინც თავისუფლად შეუძლია კლუბს თბილისის ერთ-ერთი ტოპ სასტუმრო დაიქირავოს. და ეს ბიუჯეტი კი უნდა ეყოს იმას, რომ დინამოს თანაბრად ეთამაშო..."

azerisport.com:

"რაც შეეხება გაბალას, არაფერია სათქმელი, როგორც არ იყო მატჩამდე. უშანსოდ მოთამაშე "რადარებმა" სტუმრად კიდევ უფრო ცუდი შედეგი აჩვენეს. თამაშის მერე მოვისმინეთ უკვე სტანდარტულად ქცეული ჩივილები შეთხელებულ ბიუჯეტზე, თითქოს, დინამოს უკან მილიარდებია.

გაბალასთვის ევროტანჯვა დასრულებულია. არ დავიწყებთ მკითხაობას, მაგრამ კლუბის მომავალში მუქი ფერები ჩანს".

კომენტარები

ბოლო ამბები