Thumbnail

შენგელიას შედევრები! დინამო თბილისს ფეიენოორდი ელოდება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • დინამო თბილისი 3:0 გაბალა (აზერბაიჯანი)
  • თბილისელები ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდნენ
  • მომდევნო რაუნდში დინამოს მეტოქე ჰოლანდიური ფეიენოორდი იქნება
  • პირველ ტაიმში სტუმართა გუნდის მცველმა მძიმე ტრავმა მიიღო
  • ივიცა ზუნიჩი სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს

ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში, დინამო თბილისმა აზერბაიჯანულ გაბალას უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. ფელის ვისენტეს გუნდი მესამე ეტაპზე გავიდა, სადაც ჰოლანდიური ფეხბურთის გრანდს, როტერდამის ფეიენოორდს შეხვდება.

პირველი მატჩი დინამოს აზერბაიჯანში 2:0 ჰქონდა მოგებული. შესაბამისად, თბილისში თამაში სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს - მათი მიზანი სწრაფი გოლის გატანა იყო. თუმცა გაბალას მალევე მოუხდა უკან დახევა, რადგან დინამომ სახიფათო კონტრშეტევები განახორციელა

მე-7 წუთზე გიორგი კუხიანიძეს შეეძლო ანგარიშის გახსნა - მისი დარტყმის შემდეგ ბურთი გაბალას უკანახაზელს მოხვდა და კარს მცირე მანძილით ასცდა.

კუხიანიძის დარტყმა

მე-10 წუთზე გაბალას კარს უკვე ლევან შენგელია დაემუქრა - მისი დარტყმა სტუმართა მეკარე ნაზიროვმა მოიგერია.

შენგელიას მომენტი

დინამოს ორი კარგი მომენტის შემდეგ, გაბალას ფეხბურთელები უფრო ფრთხილად ათამაშდნენ - ბურთი თბილისელებმა დაიჭირეს, სტუმრები კი კონტრშეტევებზე აქტიურობას ცდილობდნენ. მე-20 წუთიდან დინამოს უპირატესობა უფრო შთამბეჭდავი გახდა. ფელის ვისენტეს გუნდი შემტევ, საკმაოდ სწრაფ ფეხბურთს თამაშობდა მეტოქეს წნეხის ქვეშ ამყოფებდა.

თამაში პირველი ტაიმის ბოლომდე ასეთი სცენარით გაგრძელდა. ტაიმის მიწურულს ჯერ იაშვილი დაშავდა და შესაცვლელი გახდა, შემდეგ კი გაბალას ცენტრალური მცველი ზუნიჩი - ამ უკანასკნელმა, თანაგუნდელთან შეჯახების შემდეგ, სავარაუდოდ, ტვინის შერყევა მიიღო. ზუნიჩს ‘დინამო არენაზე’ პირველი დახმარება სასწრაფოს ექიმებმა აღმოუჩინეს. ფეხბურთელი ცოტა ხნით სასწრაფო დახმარების ავტომობილში მოათავსეს, რამდენიმე წუთის შემდეგ კი კლინიკაში გადაიყვანეს.

დინამომ მეორე ტაიმიც ძალიან აქტიურად დაიწყო. თბილისელები მუდმივად უტევდნენ. ანგარიში 68-ე წუთზე გაიხსნა: ლევან შენგელიამ შესანიშნავი დრიბლინგი განახორციელა, გზად ორი მეტოქე ჩამოიშორა და ნაზიროვს მოგერიების შანსი არ დაუტოვა!

1:0 შენგელია (68)

20 წუთის შემდეგ, შენგელიამ გაბალას მეორე გოლიც გაუტანა და ეს გოლიც ძალიან ეფექტური გამოვიდა!

2:0 შენგელია (88)

არანაკლებ ლამაზი გამოვიდა დინამოს ახალწვეულის, კვამე კარიკარის გოლიც.

3:0 კარიკარი (93)

მესამე ეტაპზე, დინამო ფეიენოორდს 8 აგვისტოს ესტუმრება, საპასუხო მატჩი კი, თბილისში, 15 აგვისტოს გაიმართება. 

დინამო 3:0 გაბალა

გოლი: 1:0  შენგელია (68), 2:0 შენგელია (88), 3:0 კარიკარი (93)

დინამო თბილისი (4-3-3): პერალესი - იაშვილი (36. რუხაია), მონხილი, კობოური, ქიმაძე - ნინუა, კუხიანიძე, პაპავა - შენგელია, კუტალია (77. კარიკარი), ქავთარაძე (69. დაფე).

გაბალა (4-2-3-1): ნაზიროვი - სეიდიევი, რამალდანოვი, ზუნიჩი (40. გულიევი), ალიევი - გიგაური, მამადოვი - ვოლკოვი, ფერეიროა (72. ისკანდაროვი), ბაუქუე - კუაკუ (81. ჰუსეინოვი).

კომენტარები

ბოლო ამბები