Thumbnail
  • რაფაელ ლეაომ მილანთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
  • პორტუგალიელის სანაცვლოდ მილანმა €30 მილიონი (+ბონუსები) გადაიხადა

მილანმა პორტუგალიელი ფორვარდი რაფაელ ლეაო შეიძინა. მედიის ინფორმაციით, იტალიურმა გრანდმა 20 წლის ფეხბურთელში ლიგა 1-ის ლილს 30 მილიონი ევრო (+ ბონუსები) გადაუხადა. ლეაომ მილანთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ალმადაში დაბადებულ ლეაოს დებიუტი ლისაბონის სპორტინგში 2017 წელს შედგა. შარშან ზაფხულში კი მან კარიერა ლილში გააგრძელა, სადაც 26 მატჩში 8 გოლი გაიტანა. ლეაო 2016 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებთან ერთად. 

ლეაომ სამედიცინო შემოწმება ლა მადონინას კლინიკაში გუშინ გაიარა.  

რა აზრისაა DAZN-ის კომენტატორე ანდრეა კალოჯერო მილანის ახალწვეულზე: "მას ყველაფერი აქვს: დიდებული ფიზიკური მონაცემები, ტექნიკა, სისწრაფე. პოტენციურად ის საფეხბურთო ფენომენია. ჯერჯერობით ლეაოს ბევრი რამ აქვს დასახვეწი. რომ შევადაროთ ის პანტერას გავს. ფეხბურთელი, რომელიც მეტოქეთათვის საშიშრად გამოიყურება იმდენად ათლეტურია", - განუცხადა ექსპერტმა MilanNews-ს.

გამოკითხვა

ვინ სად წავა სატრანსფერო პერიოდში?

  • დავიდ დე ხეა პსჟ-ში
  • ლეროი სანე ბაიერნში
  • პოლ პოგბა იუვენტუსში
  • რომელუ ლუკაკუ ინტერში
  • ჰენრიხ მხითარიანი ჩინეთში
  • ფილიპე კოუტინიო ჩელსიში
  • ალექსანდრ ლაკაზეტი ბასელონაში
  • კრისტიან ერიკსენი რეალ მადრიდში

კომენტარები

ბოლო ამბები