Thumbnail
  • აბურჯანია ჰოლანდიაში ნახევარი თვის წინ გადავიდა, თამაშის უფლება კი ახლა მისცეს
  • აბურჯანია ერედივიზიეს პირველ ტურში იქნება

ხვალ ჰოლანდიის ერედივიზიეში ახალი სეზონი იწყება. ამ სეზონში ჰოლანდიის ჩემპიონატში ერთი ქართველი ითამაშებს - ტვენტეს ღირსებას გიორგი აბურჯანია დაიცავს.

ტვენტემ აბურჯანია ჯერ კიდევ 16 ივლისს წარადგინა ოფიციალურად, თუმცა ჰოლანდიაში თამაშის უფლება აქამდე არ ჰქონდა. საბედნიეროდ, ეს პრობლემა უკვე მოგვარდა და 24 წლის ნახევარმცველს თამაშის უფლება მიეცა. 3 აგვისტოს ტვენტე ჩემპიონატს ჰოლანდიური ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდთან, პსვ ეინდჰოვენთან საშინაო მატჩით იწყებს და გიორგის უკვე ამ მატჩში შეუძლია მონაწილეობის მიღება.
ჰოლანდიაში მუშაობის უფლება ტვენტეს მეორე ახალწვეულ, იაპონელ კეიტო ნაკამურასაც მისცეს. 

გიორგი აბურჯანია სევილიას ეკუთვნის, ის ორ სეზონს ჩაატარებს ტვენტეში საიჯარო ხელშეკრულებით, რომლის დასრულებისას ჰოლანდიურ კლუბს აბურჯანიას კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ექნება. 

კომენტარები

ბოლო ამბები