Thumbnail

ზურაბ კაკაბაძე: ჩვენი მთავარი ამოცანა ოთხეულში მოხვედრაა!

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველო 3-დან 11 აგვისტომდე ხელბურთის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს
  • თბილისის სპორტის სასახლეში 17-წლამდე გოგონების 10 ნაკრები ითამაშებს

3 აგვისტოს, თბილისის სპორტის სასახლეში, 17-წლამდელ გოგონათა შორის ხელბურთში ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში ასპარეზობს, სადაც მათი მეტოქეები ლატვია, ფინეთი, ლიეტუვა და შვეიცარია იქნებიან.

საქართველოს ნაკრები გახსნით შეხვედრას 3 აგვისტოს ჩაატარებს. მატჩი თბილისის დროით 16:30-საათზე დაიწყება. ქართველი ხელბურთელი გოგონების პირველი მეტოქე ევროპის ჩემპიონატზე ლიეტუვას ნაკრები იქნება.

ევროპის ჩემპიონატსა და საქართველოს ნაკრების შანსებზე ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ზურაბ კაკაბაძეს გავესაუბრეთ.

POPSPORT.COM: როგორ შეარჩიეთ ნაკრებისთვის ხელბურთელები, რამდენად კმაყოფილი ხართ მზადების პროცესით, როგორ ჩაიარა ბოლო შეკრებამ?

ზურაბ კაკაბაძე: ახალგაზრდული ნაკრებების მზადება შიდა ჩემპიონატში იწყება. ვირჩევთ საუკეთესო მოთამაშეებს. მათ ემატებათ ნიჭიერი ბავშვები რეგიონებიდან და თბილისში ხელბურთის აკადემიაში ვავარჯიშებთ. ისინი საქართველოს ჩემპიონატში, თავიანთ კლუბებში თამაშობენ. ხელბურთის აკადემიაში კი კვალიფიციურ მწვრთნელები ავარჯიშებენ. რაც შეეხება ამ ნაკრებს: ეს ბავშვები მაისიდან ერთად ვარჯიშობენ. ამ ასაკის ნაკრებიდან ძირითადი ბირთვი უფროს ნაკრებში მოხვდა და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს. შეთამაშებულები არიან და ბოლო მატჩი კოსოვოსთან მოიგეს, რაც ვფიქრობ, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის კარგი მუხტი იქნება.

POPSPORT.COM: რა დონეზეა ქალთა ხელბურთი საქართველოში?

ზურაბ კაკაბაძე: ხელბურთში დიდი ყურადღება არ ექცეოდა ქალთა მიმართულებას. მიზეზი ბევრი იყო, მაგრამ დაფინანსება ყველაზე დიდ პრობლემად ითვლებოდა. თუმცა ბოლო 5 წელია, სიტუაცია გამოსწორდა. 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალის შემდეგ, მოვახერხეთ 2 ასაკობრივი ჩემპიონატისა და ეროვნული ჩემპიონატის ჩატარება. მიმაჩნია, რომ კაცთა და ქალთა ხელბურთს ერთ დონეზე უნდა ექცეოდს ყურადღება. რეგიონებში უამრავი გოგონაა, რომლებსაც თამაში სურთ. იმედი მაქვს, რომ ქალთა ხელბურთი ქართულ სპორტში ღირსეულ ადგილს დაიჭერს.

POPSPORT.COM: რა ნაბიჯები გადაიდგა ამ ნაკრების შეთამაშებისთვის და გარდა ამისა, აზერბაიჯანთან ერთად გამართულ ჩემპიონატზეც რომ გვესაუბროთ.

ზურაბ კაკაბაძე: ბოლო მომენტში, ლიეტუვაში გამგზავრებამდე გადავწყვიტეთ, რომ 17-წლამდე ხელბურთელები დამატებოდნენ 19-წლამდე ნაკრებს. მათ ევროპის ჩემპიონატზე 5 მატჩი გამართეს, ღირსეულად ითამაშეს. ისინი ამ ტურნირზე უკვე თავის ასაკში კარგად ითამაშებენ.

ჩვენ რეგიონალურ შეჯიბრებში უნდა ჩავერთოთ. ამის გარეშე ხელბურთის განვითარება გაგვიჭირდება. შარშან ჩვენმა ფედერაციამ აზერბაიჯანის ფედერაციასთან ერთად ერთობლივი ჩემპიონატი ჩაატარა. რა თქმა უნდა, ძლიერ გუნდებთან ასპარეზობამ ჩვენც გამოცდილება მოგვცა. გვსურს, რომ იმ ჩემპიონატს კიდევ 2 გუნდი დაემატოს, რაც კიდევ უფრო მეტ გამოცდილებას მოგვცემს.

POPSPORT.COM: რა შანსი გვაქვს ევროპის ჩემპიონატზე და რა იქნება ნაკრების ამოცანა ამ ტურნირზე?

ზურაბ კაკაბაძე: ჯგუფში საინტერესო მეტოქეები გვყავს: ლიეტუვა, ლატვია, ფინეთი და შვეიცარია. რამდენიმე ნაკრებს კარგად ვიცნობთ და ისინი დაახლოებით ჩვენი დონის გუნდები არიან. შვეიცარია ყოველთვის კარგ ხელბურთს თამაშობს, მაგრამ ასაკი ბევრს ნიშნავს და ყველასთან შეიძლება ბოლომდე ბრძოლა. იმედია, პირველ თამაშს ლიეტუვასთან მოვიგებთ. ჩვენი მთავარი ამოცანა ოთხეულში მოხვედრაა.

U17 ნაკრების მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის

U17 ნაკრების მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის

U17 ნაკრების მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის

U17 ნაკრების მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის

U17 ნაკრების მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის

U17 ნაკრების მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის

U17 ნაკრების მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის

U17 ნაკრების მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის

U17 ნაკრების მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის

U17 ნაკრების მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის

კომენტარები

ბოლო ამბები