Thumbnail

100 500 დოლარი სულ რაღაც 2 000 დოლარის გამო? უცნაური ფსონი ამერიკაში

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ამერიკელმა ფანმა ბევრი ფული დადო და მცირე მოგებას დიდხანს უნდა ელოდოს
  • მას წინა სეზონშიც ასეთი უცნაური ფსონი ჰქონდა გაკეთებული

ESPN-ის ინფორმაციით, ამერიკელმა ფანმა ლას ვეგასში ლოგიკური, მაგრამ მაინც უცნაური ფსონი გააკეთა. მან 100 500 დოლარი დადო იმაზე, რომ NBA-ს მომდევნო სეზონში ფილადელფია პლეი ოფის საგზურს მოიპოვებს.

სიქსერსი მომავალ სეზონში აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ფავორიტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფსონის ავტორი ძალიან მცირე თანხას, სულ რაღაც 1800 დოლარს მოიგებს.

აღსანიშნავია, რომ ამ პიროვნებამ შარშანაც ასეთი ფსონი გააკეთა: მას 67 000 დოლარი ჰქონდა დადებული იმაზე, რომ NBA-ს მთავარი ფავორიტი გოლდენ სტეიტი პლეი ოფში გავიდოდა. უორიორსმა ეს, რა თქმა უნდა, ადვილად მოახერხა და მან მხოლოდ და მხოლოდ 670 დოლარი მოიგო...

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები