Thumbnail

ტრანსფერები | ვითარება შეიცვალა! დაითანხმებს ლეონარდო ნეიმარს?

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ნეიმარის ტრანსფერი, შესაძლოა, ერთი წლით გადაიდოს
  • პსჟ-ს მინიმუმ 222 მილიონი სურს, ამდენს კი არავინ იხდის
  • ლეონარდო შეეცდება, ბრაზილიელი პარიზში დარჩენაზე დაითანხმოს

პარი სენ-ჟერმენის სპორტული დირექტორი ლეონარდო ჩინეთში გაფრინდა, სადაც ფრანგული გრანდი ახალი სეზონისთვის ემზადება. როგორც ირკვევა, ბრაზილიელის მისიაა, ნეიმარს პირადად გაესაუბროს და პარიზულ კლუბში კიდევ ერთი წლით დარჩენაზე დაითანხმოს.

ლეონარდო ნეიმარს პირადად დაელაპარაკება

ესპანური გამოცემა Sport წერს, რომ პსჟ-ს მიზანია, ნეიმარის გარშემო გაუგებრობას ბოლო მოეღოს. თუკი 27 წლის ბრაზილიელს გუნდში კიდევ ერთი სეზონით დარჩენაზე დაითანხმებს, ლეონარდო ნეიმარს პირობას მისცემს, რომ გაისად მისი ტრანსფერი აუცილებლად განხორციელდება. როგორც ჩანს, ლეონარდო უკვე ესაუბრა ნეიმარის გარემოცვას, ახლა კი ჩინეთში გაემგზავრა, რათა ფეხბურთელს პირადად დაელაპარაკოს.

ჩვენი ესპანელი კოლეგების ინფორმაციით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელები დარწმუნდნენ, რომ ნეიმარის ტრანსფერისთვის წელს ვეღარ მიიღებენ ისეთ შეთავაზებას, როგორიც აწყობთ და ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ბრაზილიელი კლუბში დარჩენაზე დაითანხმონ. 

პსჟ-ს სპორტული დირექტორი ლეონარდო და პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი

სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, პსჟ-ს ბოს ნასერ ალ-ხელაიფის სურს, რომ ნეიმარის სანაცვლოდ მინიმუმ ისევ 222 მილიონი ევრო მიიღოს. შეგახსენებთ, რომ 2017 წელს პსჟ-მ ბარსელონას სწორედ ამდენი გადაუხადა. ცნობილია, რომ ნეიმარს პარიზული კლუბის დატოვება სურს. მისი პირველი არჩევანი ბარსელონაა, გეგმა B-ს სახით კი რეალისა და იუვენტუსის ვარიანტებს განიხილავს. ბრაზილიელს გეგმა C-ც აქვს და ეს მიუნხენის ბაიერნია. თუმცა, პსჟ-ს შესაბამისი წინადადებით ჯერ არცერთმა გრანდმა არ მიმართა.

გამოკითხვა

ვინ სად წავა სატრანსფერო პერიოდში?

  • დავიდ დე ხეა პსჟ-ში
  • ლეროი სანე ბაიერნში
  • პოლ პოგბა იუვენტუსში
  • რომელუ ლუკაკუ ინტერში
  • ჰენრიხ მხითარიანი ჩინეთში
  • ფილიპე კოუტინიო ჩელსიში
  • ალექსანდრ ლაკაზეტი ბასელონაში
  • კრისტიან ერიკსენი რეალ მადრიდში

კომენტარები

ბოლო ამბები