Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებმა B ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა
  • ელიტაში სამი საუკეთესო ნაკრები გადადის

18-წლამდელთა ევრობასკეტზე (B დივიზიონი) ჯგუფური ეტაპი დასასრულდა. უკვე ცნობილია ყველა მეოთხედფინალური წყვილის ვინაობაც. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე კარგად იასპარეზა, 5-დან 4 შეხვედრა მოიგო, დღეს ირლანდია 14 ქულის სხვაობით დაამარცხა და მხოლოდ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს (5 გამარჯვება) ჩამორჩა B ჯგუფში. 

ასე რომ, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები 1/4 ფინალში, რომელიც 2 აგვისტოს გაიმართება, A ჯგუფის პირველადგილოსან პოლონეთს შეხვდება.

პოლონელებმაც 5-დან 4 მატჩი მოიგეს ჯგუფში, ესტონეთსა და ბელგიას კი ბურთების უკეთესი სხვაობით აჯობეს.  

საქართველოს ნაკრების ლიდერი რატი ანდრონიკაშვილია, გამთამაშებელი საშუალოდ 17.2 ქულას აგდებს თამაშში, რაც ევრობასკეტზე მე-5 შედეგია. პოლონელთა ლიდერი მატეუშ კაშოვსკია 13.4 ქულით თამაშში. 

კომენტარები

ბოლო ამბები