Thumbnail
  • U18 საქართველო 77:63 U18 ირლანდია
  • 1/4 ფინალში საქართველოს მეტოქე დღესვე გაირკვევა
ლაშა მიქელაძის 10 ქულა და 15 მოხსნა

18-წლამდელთა ევრობასკეტზე (B დივიზიონი) მოასპარეზე საქართველოს ნაკრები პლეი ოფშია.

დღეს ჩვენმა გუნდმა B ჯგუფის უკანასკნელი შეხვედრა გამართა და 14 ქულის სხვაობით დაამარცხა ირლანდიის ნაკრები - 77:63. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 5-დან 4 შეხვედრა მოიგო და ელიტის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს.

ამ შეხვედრაში მატჩის საუკეთესო მოთამაშეები +21 ეფექტურობის კოეფიციენტით გამთამაშებელი რატი ანდრონიკაშვილი - რატიმ 29 წუთში ორმაგი დუბლი მიითვალა - 13 ქულა, 11 მოხსნა. მის ანგარიშზეა 4 ასისტი და თითო ჩაჭრა და ბლოკიც - და ლაშა მიქელაძე იყვნენ, რომელმაც ასევე ორმაგი დუბლი შეასრულა - 10 ქულა, 15 მოხსნა.

13 ქულა, 7 მოხსნა და 4 ასისტი ალექსანდრე მერკვილაძის ანგარიშზეა (+16).

216 სმ სიმაღლის ცენტრი საბა გიგიბერია კვლავ ტრავმირებულია.  

საქართველოს ნაკრების მეტოქე 1/4 ფინალში დღესვე გაირკვევა. 

კომენტარები

ბოლო ამბები