Thumbnail
  • იტალიელებმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს
  • კევინ-პრინს ბოატენგი ფლორენციის ფიორენტინაში ითამაშებს

ზამთარში, კევინ-პრინს ბოატენგი ამბობდა, რომ ბარსელონაში ტრანსფერით მას დიდი ხნის ოცნება აუხდა, მაგრამ განელი ნახევარმცველის ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდა. როგორც მოსალოდნელი იყო, სულ რაღაც 6 თვის შემდეგ, 32 წლის ნახევარმცველი კატალონიურ გრანდს დაემშვიდობა. ბოატენგი კარიერას იტალიურ ფიორენტინაში გააგრძელებს - ფლორენციულმა კლუბმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

ტოსკანელებს ტრანფერის დეტალები არ დაუკონკრეტებიათ, იტალიური სპორტული მედია კი წერს, რომ კევინმა ფიორენტინაში 2-წლიანი კონტრაქტი მიიღო. შეგახსენებთ, რომ ბარსელონაში გადასვლამდე, იგი სასუოლოში თამაშობდა.

წინა დღეებში ვრცელდებოდა ცნობები, რომ ბოატენგს გერმანიაში დაბრუნება და ფრანკფურტის აინტრახტში თამაში შეეძლო, მაგრამ იტალიაში გადასვლა ამჯობინა. შეგახსენებთ, რომ კევინმა აინტრახტი 2018 წელს, გერმანიის თასის მოგების შემდეგ დატოვა. ბოატენგი ბარსელონაში სასუოლოდან იყო განათხოვრებული. ბარსას მაისურით მან მხოლოდ 4 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

გამოკითხვა

ვინ სად წავა სატრანსფერო პერიოდში?

  • დავიდ დე ხეა პსჟ-ში
  • ლეროი სანე ბაიერნში
  • პოლ პოგბა იუვენტუსში
  • რომელუ ლუკაკუ ინტერში
  • ჰენრიხ მხითარიანი ჩინეთში
  • ფილიპე კოუტინიო ჩელსიში
  • ალექსანდრ ლაკაზეტი ბასელონაში
  • კრისტიან ერიკსენი რეალ მადრიდში

კომენტარები

ბოლო ამბები