Thumbnail

ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელობის ათი ნომინანტი დაასახელა. სია ორგანიზაციის ექსპერტთა საბჭომ შეადგინა. გათვალისწინებულია ფეხბურთელთა მიღწევები 2018 წლის 16 ივლისიდან 2019 წლის 19 ივლისის ჩათვლით პერიოდში. 

ნომინანტების ათეული

კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია) - სერია A-ს უძვირფასესი მოთამაშე, მოიგო ერთა ლიგა

ფრენკი დე იონგი (ჰოლანდია) - ერედივიზიეს საუკეთესო მოთამაშე

მატეის დე ლიხტი (ჰოლანდია) - შევიდა ჩემპიონთა ლიგის სეზონის გუნდში

ჰარი კეინი (ინგლისი) - ლიგის ფინალისტი, პრემიერლიგაში 17 გოლი, ერთა ლიგის ნახევარფინალისტი

ედენ აზარი (ბელგია) - მოიგო ევროპალიგა, ფეხბურთელთა ასოციაციის წლის მოთამაშე

სადიო მანე (სენეგალი) - ჩემპიონთა ლიგა მოიგო, პრემიერლიგის თანაბომბარდირი, აფრიკის ერთა თასის ფინალისტი

კილიან მბაპე (საფრანგეთი) - ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი

ლიონელ მესი (არგენტინა) - მოიგო ლა ლიგა, მოიგო ოქროს ბუცი, ბრინჯაო კოპა ამერიკაზე

მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე) - მოიგო ჩემპიონთა ლიგა. პრემიერლიგის თანაბომბარდირი

ვირხილ ვან დეიკი (ჰოლანდია) - მოიგო ჩემპიონთა ლიგა. პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშე, ერთა ლიგის ფინალისტი

ახლა ჯერი ფანებზეა, ფიფას საიტზე მათ ხმა უნდა მისცენ სამ-სამ კანდიდატს (პირველ რჩეულს 5 ქულა ემატება, მეორეს - 3, მესამეს - 1). 

ფანების არჩევანს 50%-იანი ძალა აქვს, 50% კი საფეხბურთო სამყაროს გადასაწყვეტია ჟურნალისტები, ეროვნული ნაკრებების მწვრთნელები და კაპიტნები). 

სამი მოთამაშე ფინალში გადავა, რომელთაგანაც საუკეთესოს 23 სექტემბერს ფიფას წლის დაჯილდოვების ცერემონიალზე დაასახელებენ საუკეთესო მწვრთნელთან, ქალთა მწვრთნელთან და ქალ ფეხბურთელთან ერთად. 

ფიფა ასევე დაასახელასაუკეთესო ფეხბურთელობის და მწვრთნელობის 10-10 ნომინანტი ქალთა ფეხბურთშიც.  

კომენტარები

ბოლო ამბები