Thumbnail
  • ფიფას წლის საუკეთესო მწვრთნელობის 10 ნომინანტი
  • ფიფას საიტზე ხმის მიცემა დაწყებულია

ფიფამ წლის საუკეთესო მწვრთნელობის მაძიებელი 10 ნომინანტი დაასახელა. შორტლისტი ფიფას ვაჟთა ფეხბურთის ექსპერტთა საბჭომ შეარჩია. გათვალისწინებულია შედეგები 2018 წლის 16 ივლისიდან 2019 წლის 19 ივლისის ჩათვლით პერიოდში. 

ნომინანტების ათეული

ჯამელ ბელმადი (ალჟირის ნაკრები) - მოიგო აფრიკის ერთა თასი

დიდიე დეშამი (საფრანგეთის ნაკრები) - ევრო 2020-ის შესარჩევში შთამბეჭდავი მოგებები

მარსელო გალიარდო (რივერ პლეიტი) - მოიგო ლიბერტადორესის თასი

რიკარდო გარეკა (პერუს ნაკრები) - კოპა ამერიკის ფინალისტი

პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი) - მოიგო პრემიერლიგა, ასოციაციის და ლიგის თასები

იურგენ კლოპი (ლივერპული) - მოიგო ჩემპიონთა ლიგა

მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი) - ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი

ფერნანდუ სანტუში (პორტუგალიის ნაკრები) - მოიგო ერთა ლიგა

ერიკ ტენ ჰაგი (აიასი) - ოქროს დუბლი ჰოლანდიაში, ლიგის ნახევარფინალისტი

ტიტე (ბრაზილიის ნაკრები) - მოიგო კოპა ამერიკა

ახლა ჯერი ფანებზეა, ფიფას საიტზე მათ ხმა უნდა მისცენ სამ-სამ კანდიდატს (პირველ რჩეულს 5 ქულა ემატება, მეორეს - 3, მესამეს - 1). 

ფანების არჩევანს 50%-იანი ძალა აქვს, 50% კი საფეხბურთო სამყაროს გადასაწყვეტია ჟურნალისტები, ეროვნული ნაკრებების მწვრთნელები და კაპიტნები). 

სამი მწვრთნელი ფინალში გადავა, რომელთაგანაც საუკეთესოს 23 სექტემბერს ფიფას წლის დაჯილდოვების ცერემონიალზე დაასახელებენ საუკეთესო ფეხბურთელთან, ქალთა მწვრთნელთან და ქალ ფეხბურთელთან ერთად. 

ფიფა მოგვიანებით დაასახელებს საუკეთესო ფეხბურთელობის 10 ნომინანტსაც. 

კომენტარები

ბოლო ამბები