Thumbnail

რუსების ნაცვლად PRO 14-ის გუნდი - ბორჯღალოსნების მეტოქე ცნობილია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 'ბორჯღალოსნების' მეტოქე სუპერ რაგბის ყოფილი გუნდია
  • რაგბის კავშირმა PRO 14-ის გუნდის ჩამოსვლა დაადასტურა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 27 აგვისტოს სამხრეთაფრიკულ საუთერნ კინგსთან ითამაშებს. ეს იქნება მოსამზადებელი მატჩი მსოფლიო თასისთვის, რომელიც 22 სექტემბერს იაპონიაში დაიწყება.

სამხრეთაფრიკული გუნდი რუსეთის ნაკრების შემცვლელია. 'ბორჯღალოსნებს' სწორედ რუსეთის ნაკრებთან უნდა ეთამაშათ, მაგრამ პოლიტიკური მიზეზების გამო, რუსეთის სარაგბო ფედერაციამ თბილისში ნაკრების ჩამოყვანაზე უარი განაცხადა.

საუთერნ კინგის 2009 წელს დაარსდა. გუნდი რამდენიმე სეზონი სუპერ რაგბიში თამაშობდა, თუმცა ცუდი ასპარეზობის გამო ხელმძღვანელობამ ლიგიდან გაუშვა. კინგსმა ასპარეზობა PRO 12-ში გააგრძელა, რომელიც სამხრეთაფრიკული გუნდების დამატების შემდეგ, PRO 14 გახდა.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასისთვის მზადების პერიოდში 3 ტესტ-მატჩს გამართავს: საუთერნ კინგსთან 27 აგვისტოს, შოტლანდიასთან თბილისში - 31 აგვისტოს და 6 სექტემბერს 'მარიფილდზე', ისევ შოტლანდიასთან.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს მსოფლიო თასს?

  • ახალი ზელანდია
  • ინგლისი
  • ირლანდია
  • უელსი
  • სამხრეთ აფრიკა
  • ავსტრალია
  • საფრანგეთი
  • სხვა ნაკრები

კომენტარები

ბოლო ამბები