Thumbnail

გიორგი ჩიხრაძემ მსოფლიო პირველობაზე ვერცხლის მედალი აიღო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გიორგი ჩიხრაძემ ფინალი რუსეთის წარმომადგენელთან დათმო
  • საქართველოს ნაკრებს კიდევ 2 მედლის მოგების შანსი აქვს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ჭაბუკთა მსოფლიო პირველობაზე ასპარეზობს. საქართველოს პირველი მედალი გიორგი ჩიხრაძემ მოუტანა, რომელმაც ფინალის მოგება ვერ შეძლო და ვერცხლს დასჯერდა.

ჩიხრაძემ (110 კგ) ნახევარფინალში სომეხ სარგსიანს 9:2 აჯობა, მაგრამ ფინალში რუს არსამაგ ზასეევთან 0:10 წააგო. დავით ფაცინაშვილს (65კგ) ბრინჯაოს მედლის მოგების შანსი ჰქონდა, მაგრამ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში იაპონელ რიოსუკე კერასთან 1:3 დამარცხდა.

📺 ვიდეო: ჩიხრაძე V სარგსიანი

📺 ვიდეო: ჩიხრაძე V ზასეევი

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მხრიდან მედლებისთვის კიდევ 2 სპორტსმენი იბრძოლებს: დავით აბდალაძე (60კგ) და დავით კუჭუაშვილი (71კგ).

კომენტარები

ბოლო ამბები