Thumbnail
  • არგენტინის საფეხბურთო ასოციაციამ ლიონელ სკალონი პოსტზე დატოვა
  • ლიონელ მესი და კომპანია მსოფლიოს ჩემპიონატზე 41 წლის მწვრთნელმა უნდა გაიყვანოს

ლიონელ სკალონი არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე რჩება! გადაწყვეტილება არგენტინის საფეხბურთო ასოციაციამ (AFA) ოფიციალურად დაადასტურა. ეს იმას ნიშნავს, რომ ‘ალბისელესტეს’ სწორედ 41 წლის სკალონი მოამზადებს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელიც 2022 წელს ყატარში გაიმართება.

მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი არგენტინისთვის 2020 წლის დასაწყისში იწყება!

არგენტინის ნაკრების გულშემატკივართა უდიდესი ნაწილი სკალონისთვის ასეთი ნდობის გამოცხადების წინააღმდეგი იყო, მაგრამ ცხადი ხდება, რომ ზუსტად ისე, როგორც შარშან, AFA-მ მასზე უკეთესი სპეციალისტი ვერ დაითანხმა.

ლიონელ სკალონიმ არგენტინის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე შარშან ხორხე სამპაოლი შეცვალა

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები 7 ივლისს დასრულებულ კოპა ამერიკაზე ნახევარფინალში, მომავალ ჩემპიონ ბრაზილიასთან დამარცხდა. ლიონელ სკალონიმ ‘ალბისელესტე’ 2018 წლის აგვისტოში, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ჩაიბარა და ამ თანამდებობაზე ხორხე სამპაოლი შეცვალა. თავდაპირველი გადაწყვეტილებით, სკალონი ლიონელ მესის გარშემო აწყობილი გუნდის დროებითი მწვრთნელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ გასული წლის ნოემბერში მას სრული ნდობა გამოუცხადეს და მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დააწინაურეს.

კომენტარები

ბოლო ამბები