Thumbnail
  • ნოე სულშერმა იუნაიტედის წინააღმდეგ ითამაშა
  • მანჩესტერმა მატჩი ბოლო წუთებზე მატას პენალტით მოიგო...

ოლე გუნარ სულშერის შვილმა - ნოე სულშერმა მამამისის გუნდის წინააღმდეგ ითამაშა. 19 წლის ნოე კრისტიანსუნდის B გუნდის წევრია, თუმცა პირველ გუნდში დებიუტი სწორედ მანჩესტერ იუნაიტედთან ამხანაგურ შეხვედრაში შედგა.

"მამამისი თუ საჯარიმოში იყო სახიფათო, ნოე უფრო უკნიდან თამაშობს და შეტევებს იწყებს" - ამბობს კრისტიანსუნდის მწვრთნელი - კრისტიან მიხელსე. "შესანიშნავი ფეხბურთელია, თამაშის მიმდინარეობას კარგად კითხულობს და დღითი დღე ვითარდება."

გუნდის დირექტორი კიეტილ თორსენი კი აცხადებს, რომ მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა "არ ვიცოდით როგორ მოვმზადებულიყავით, ასეთი გუნდის წინაშე არასოდეს გვითამაშია, სხვა განზომილებაა." 

მატჩი ნორვეგიაში იუნაიტედის გამარჯვებით - 1:0 დასრულდა, ერთადერთი გოლი შეხვედრაში ხუან მატამ პენალტით გაიტანა და სულშერს სამშობლოში მოაგებინა.

კომენტარები

ბოლო ამბები