Thumbnail
  • BT SPORT-მა ექსპერტებს პრემიერლიგის შესახებ აზრის დაფიქსირებას სთხოვა
  • მათი აზრით, პრემიერლიგაში ჩემპიონი არ შეიცვლება

ბრიტანული ტელეკომპანიის, BT SPORT-ის წარმომადგენლებმა გუგლის, ოპტასა და სკვავკას სტატისტიკის ექსპერტებს პრემიერლიგის 2019-2020 წლების სეზონის შესახებ აზრის დაფიქსირება და წლის დასრულებული ცხრილის შედგენა სთხოვეს.

ექსპერტების აზრით, პრემიერლიგაში ჩემპიონი არ შეიცვლება და ლივერპული ისევ უტიტულოდ დარჩება. ისინი ფიქრობენ, რომ მანჩესტერ სიტი ინგლისის პრემიერლიგას 94 ქულით მოიგებენ.

ექსპერტებმა ჩემპიონთა ლიგის ოთხეულში მანჩესტერ სიტი, ლივერპული, ტოტენჰემი და ჩელსი შეიყვანეს. მათი გამოთვლებით არსენალი და მანჩესტერ იუნაიტედი ისევ ოთხეულს მიღმა დარჩნენ.

გასავარდნთა სიაში ნიუკასლი, ნორვიჩი და შეფილდ იუნაიტედი მოხვდნენ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წელს აღზევებული ასტონ ვილა, რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა, პრემიერლიგაში ადგილს შეინარჩუნებს.

BT Sport asked data experts to predict the 2019-20 Premier League, how did they do? 🤔

Posted by ESPN UK on სამშაბათი, 30 ივლისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები