Thumbnail

'ტურისტები არ ვართ' - კორიფაძე შოტლანდიელებს 'გულით და სულით' ბრძოლას ჰპირდება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ჩიხურა ევროპალიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე აბერდინს სტუმრობს
  • გიორგი კორიფაძის კომენტარი 

Evening Express-თან კომენტარში საჩხერის ჩიხურას ნახევარმცველმა გიორგი კორიფაძემ განაცხადა, რომ ქართული კლუბი შოტლანდიაში "გულითა და სულით ითამაშებს", რათა შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხოს.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ აგვისტოს ჩიხურა აბერდინს ევროპალიგის მე-2 საკვალიფიკაციო წრის საპასუხო მატჩში ესტუმრება. პირველი თამაში "დინამო არენაზე" 1:1 დასრულდა, გოლი ქართული კლუბიდან პენალტის ნიშნულიდან სწორედ კორიფაძემ გაიტანა:

"ჩიხურა არცერთ ქვეყანაში არ ჩადის ტურისტის სტატუსით და არც შოტლანდიაა გამონაკლისი. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე გულით და სულით, რომ გავიმარჯვოთ და ფანები გავახაროთ", - უთხრა კორიფაძემ შოტლანდიურ გამოცემას. 

"პიტოდრაი", სადაც ხუთშაბათის მატჩი გაიმართება, სავარაუდოდ ბოლომდე შეივსება შოტლანდიელი ფანებით, თუმცა ეს კორიფაძეს არ აშინებს:

"ჩვენ არ გვეშინია თუ აბერდინი სტადიონს შეავსებს. ის კი არა, პირიქით, სავსე სტადიონი და საფეხბურთო ატმოსფერო ხელს შეგვიწყობს კარგ თამაშში და დაგვეხმარება შემდეგ ეტაპზე გასვლაში". 

"პირველი მატჩი ძალზე დაძაბული გამოდგა, თავიდანვე ვიცოდით, რა უნდა გვეკეთებინა მოედანზე და გეგმას მივყვებოდით. აბერდინი ძლიერი მეტოქეა, მაგრამ ჩვენ ხუთშაბათს საბრძოლველად მზად ვიქნებით".

კომენტარები

ბოლო ამბები