Thumbnail

საბურთალოსა და ზაგრების დინამოს მატჩზე 500 ადამიანი დაუშვეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საბურთალოსა და ზაგრების დინამოს მატჩს 500-მდე გულშემატკივარი დაესწრება
  • ჩემპიონთა ლიგის ეს შეხვედრა მაყურებლის გარეშე არ ჩაივლის

ზაგრების დინამო ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში საბურთალოს 'მაქსიმირის' სტადიონზე უმასპინძლებს, რომელიც დისკვალიფიცირებულია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრას ქომაგთა გარკვეული ნაწილი მაინც დაესწრება.

უეფას წესების თანახმად, ორივე გუნდს სტადიონზე 75-75 კაცის შეყვანა შეუძლია. ამ 75 ადამიანში ფეხბურთელებიცა და გუნდის მომსახურე პერსონალიც იგულისხმება. ამის გარდა, სტადიონზე 200 ბილეთი სტუმრებისთვისაა გამოყოფილი, ხოლო დარჩენილი ბილეთები 14-წლამდე ბავშვებზე გადანაწილდება.

'მაქსიმირის' სტადიონზე გასამართ მატჩს დაახლოებით 500 ადამიანამდე დაესწრება. პირველი მატჩი ზაგრების დინამომ თბილისში 2:0 მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები