Thumbnail

იაპონია გველის - ინგლისი მსოფლიო თასისთვის ემზადება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ინგლისის ნაკრები მსოფლიოს თასისთვის მზადებას განაგრძობს
  • მათ იაპონიაში გასამართი ტურნირისთვის ახალი ვიდეო გაამზადეს

რაგბის მსოფლიოს თასი იაპონიაში 20 სექტემბერს დაიწყება და 2 ნოემბერს დასრულდება. ინგლისის ნაკრები მსოფლიო თასისთვის სერიოზულად ემზადება. ედი ჯონსმა ის მორაგბეებიც შეკრიბა, რომლებიც ნაკრების შემადგენლობაში მოხვედრისთვის იბრძვიან.

ინგლისელებთან ერთად C ჯგუფში საფრანგეთი, არგენტინა, ტონგა და აშშ არიან. ბრიტანელები პირველ მატჩს საპოროში ტონგას ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა 22 სექტემბერს გაიმართება.

ინგლისის ნაკრების ოფიციალურ არხზე მსოფლიოს თასის პრომო ვიდეო აიტვირთა, რომლის აღწერაშიც გულშემატკივრებს შეატყობინეს, რომ მათ მიცუბიში შანსს აძლევთ, რომ იაპონიაში მსოფლიოს თასზე დასასწრები საგზური მოიგონ.

კომენტარები

ბოლო ამბები