Thumbnail

ნახეთ: blair witch-ის თამაშის პირველი გეიმფლეი თრეილერი საშიში და უცნაურია

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • Blair Witch-ის თამაში 2019 წლის 30 აგვისტოს, PC-ზე და Xbox One-ზე გამოვა 
  • თამაში 2019 წლის E3-ის კონფერენციაზე დაანონსდა

ცნობილი საშინელებათა ჟანრის ფრენჩაიზი Blair Witch ახალ თამაშს გამოუშვებს: ეს 2019 წლის E3 კონფერენციის Microsoft-ის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი. Blair Witch-ის ფრენჩაიზზე თამაშების გამოშვება ადრეც სცადეს, თუმცა ამან არ გაამართლა. ახალი თამაში, ძველ ტრილოგიასთან შედარებით, უკეთესი ჩანს და მეტ იმედს იძლევა: თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ავტორები Bloober Team-ია, რომელსაც საშინელებათა ჟანრის ცნობილი თამაში Layers of Fear აქვს გამოშვებული. 

თამაშის სიუჟეტი 1996 წელს ვითარდება, რომელიც ფრენჩაიზის პირველი ფილმის მოვლენებს სამი წლით უსწრებს. მოთამაშეები ყოფილი პოლიციის ოფიცერის როლს მოირგებენ, რომელიც ბლექ ჰილსის ტყეში პატარა ბიჭის გაუჩინარების საქმეს იკვლევს.

როგორც ჩანს, თამაშის დასაწყისში, პროტაგონისტი ტყეშია დაკარგული, თავის ძაღლთან ერთად. ახალი გეიმფლეი თრეილერი სიუჟეტის მცირე ნაწილს გვაჩვენებს, თუმცა მისი ძირითადი ფუნქციაა, აგვიხსნას, რისი გაკეთება შეგვეძლება თამაშში, მაგალითად, თამაშში შეგეძლებათ, კომპანიონი ძაღლისთვის ბრძანებების მიცემა, მეგობარ გოგონასთან ტელეფონით საუბარი. ასევე გაქვთ კამერა, რომლითაც ცდილობთ, შეაგროვოთ მტკიცებულებები.

Blair Witch 30 აგვისტოს გამოვა და მისი ფასი $29.99 USD იქნება. ჯერჯერობით, თამაშის ბეტა ვერსიაზე ან დემოზე არაფერია ცნობილი.

კომენტარები

ბოლო ამბები