Thumbnail
  • საქართველო 85:73 უკრაინა
  • საქართველოს ბალანსი: 3 მოგება, 1 მარცხი

18-წლამდელ კალათბურთელთა ევრობასკეტზე (B დივიზიონი) საქართველოს ნაკრებმა B ჯგუფში მე-4 მატჩი გამართა, უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებაში უკრაინა 85:73 დაამარცხა და ჯგუფში მე-2 ადგილზე დამკვიდრდა. 31 ივლისს საქართველო ირლანდიას ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში, 1/4 ფინალში გავა. 

+18 მარგი ქმედების კოეფიციენტში ნაკრებში საუკეთესო კვლავ ეროვნული გუნდის წევრი რატი ანდრონიკაშვილი იყო. რატიმ 28 წუთში 24 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ტრავმის გამო ვერ თამაშობს 216 სმ სიმაღლის ცენტრი საბა გიგიბერია. ვლადიმერ თავაქარაშვილმა 12 ქულა ჩააგდო, 11 ქულა ანზორ ნადირაძის ანგარიშზეა, 10 - ალექსანდრე მერკვილაძის. 

კომენტარები

ბოლო ამბები