Thumbnail

ვაკო მეოთხედ MLS-ის რჩეულებში - ყაზაიშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ვაკო ყაზაიშვილი ამ სეზონში ტურის სიმბოლურში მე-4-ედ მოხვდა
  • ქართველმა ფეხბურთელმა ბოლო 9 მატჩში 9 გოლი გაიტანა!

MLS-ის 21-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში სან ხოსეს ქართველი ვარსკვლავი ვაკო ყაზაიშვილი დაასახელეს. ვაკომ ეს კოლორადოსთან 3:1 მოგებულ შეხვედრაში თამაშით დაიმსახურა, 34-ე წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა სუპერგოლი გაიტანა რაპიდსის კარში. 

ტურის საუკეთესო ფეხბურთელად კარლოს ველა დასახელდა. 26 წლის ყაზაიშვილმა MLS-ში ამ სეზონში 20 მატჩში 7 გოლი გაიტანა, სულ კი MLS-ში 22 გოლი აქვს გატანილი. წლეულს ვაკომ თასზეც გამოიჩინა თავი - 3 გოლი გაიტანა.

ყაზაიშვილი ფორმის პიკზეა, ბოლო 9 თამაშში 9 გოლი გაიტანა. ამ ცხრა შეხვედრიდან მხოლოდ ორში ვერ შეძლო თავის გამოჩენა. ტურის სიმბოლურ ნაკრებში ვაკო ამ სეზონში მეოთხედ მოხვდა.

21-ე ტურის სიმბოლური ნაკრები

კომენტარები

ბოლო ამბები