Thumbnail

ტრანსფერი | პსჟ-ს ახალი საყრდენი - გეიე პარიზელი გახდა

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • სენეგალელი პარიზულ კლუბში 2023 წლამდე დარჩება
  • იდრისა გეიეს ლიგა 1-ში აქამდეც უთამაშია

საფრანგეთის ჩემპიონმა პარი სენ-ჟერმენმა ევერტონიდან იდრისა განა გეიე ოფიციალურად დაიმატა. სენეგალელის მიმართ ინტერესი ფრანგულ გუნდს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა. პირველად პარიზულმა გუნდმა ევერტონს 21.5 მილიონი ფუნტი შესთავაზა, თუმცა ინგლისელებს თანხა ეცოტავათ და ტრანსფერი დაბლოკეს. საბოლოოდ პსჟ-მ 29 წლის ფეხბურთელი 29 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა. იდრისამ ლიგა 1-ის ჩემპიონთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდში 2023 წლამდე დარჩება.

“იყო პარიზელი, დიდი პატივი და სიამაყეა. ყველა ფეხბურთელი ოცნებობს მსგავსი ტიპის კლუბში თამაშზე. ბედნიერი ვარ. ამ კლუბის მაისურის ტარება განსაკუთრებული პატივია!” - განაცხადა იდრისამ.

საყრდენ ნახევარმცველს საფრანგეთის ჩემპიონატში ადრეც უთამაშია. იგი 2010-2015 წლებში ლილის ღირსებას იცავდა. იდრისამ გასულ სეზონში პრემიერლიგის 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები