Thumbnail

FORTNITE | როგორ მოიგო 15 წლის ბიჭმა 1,8 მილიონი ფუნტი მსოფლიოს ჩემპიონატზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჯეიდენ ეშმენმა ჰოლანდიელ მეგობართან ერთად 1,8 მილიონი ფუნტი მოიგო
  • ჯეიდენს დედა ფორტნაიტის თამაშს უკრძალავდა

ფორტნაიტის ფინალი 29 ივლისს, ნიუ იორკში გაიმართა. ფინალში 30 ქვეყნიდან 98 მოთამაშე მონაწილეობდა, თუმცა შესარჩევ ტურნირებზე ბედი 40 მილიონამდე ადამიანმა სცადა.

წყვილების (2x2-ზე დუელის) კატეგორიაში, 15 წლის ჯეიდენ ''wolfeiz'' ეშმენმა, მეწყვილესთან ერთად, მე-2 ადგილი დაიკავა და 1,8 მილიონი ფუნტი (2,5 მილიონი დოლარი) მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ჯეიდენი ფინალზე, მაუსის და კლავიატურის ნაცვლად, ჯოისტიკით თამაშობდა. ვიდეოთამაშების სამყაროში დამკვიდრებულია აზრი, რომ მაუსი და კლავიატურა კონტროლერზე ბევრად უფრო ზუსტია, მით უმეტეს, როცა საქმე ''შუთერის'' ჟანრის თამაშებს ეხება, თუმცა პატარა ჩემპიონი ამ აზრს არ ეთანხმება: მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორებმა მას მაუსის და კლავიატურის გამოყენება შესთავაზეს, ჯეიდენმა ამაზე უარი თქვა.

ჯეიდენის დედა ლიზა დალმანი ამბობს, რომ შვილის ფორტნაიტით გატაცება არ მოსწონდა და მას მკაცრად ექცეოდა.

''რამდენჯერმე იქსბოქსი დავუმალე, როცა სკოლაში სწავლას მოუკლო, ჯოისტიკი და ყურსასმენები გადავუგდე, მაგრამ ის თამაშს მაინც აგრძელებდა. როგორც ჩანს, ეს ბედისწერა იყო. ჯეიდენმა ყველა გაგვახარა.'' - განაცხადა ლიზა დალმანმა.

ჯეიდენი დედასთან ერთად

ჯეიდენ ეშმენის ოჯახი შეცდომას აღიარებს. ისინი ახლა მხარს უჭერენ ჯეიდენის სურვილს, პროფესიონალი გეიმერი გახდეს.

ჯეიდენ ეშმენი: "ვეცდები, რომ სკოლიდან წამოვიდე. ვიყიდი სახლს და გუჩის ფეხსაცმელებს. დედას ახალ ავტომობილს შევუძენ, ახლა FIAT 500-ით დადის."

გარდა თანხისა, რომელიც ჯეიდენმა მოიგო, მას გეიმენგის ერთ-ერთმა საუკეთესო კლუბმა ლაზარუსმა კონტრაქტი გაუფორმა, რომლის მიხედვითაც ის წელიწადში 50 ათას ფუნტ სტერლინგს მიიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები