Thumbnail

'მოეცათ დრო და იუნაიტედი დღეს ლიგაზე იქნებოდა' - ამბობს დევიდ მოიესი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • მოიესმა იუნაიტედის წლები გაიხსენა
  • "გულუბრყვილო ვიყავი, მეგონა დროს მომცემდნენ"

მანჩესტერ იუნაიტედიდან სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ, შოტლანდიელმა მემკვიდრედ მისი თანამემამულე, მაშინ ევერტონის მწვრთნელი - დევიდ მოიესი დატოვა.

თუმცა სელტიკის ყოფილ მოთამაშეს იუნაიტედში მუშაობა ერთი სეზონიც კი არ დასცალდა. "მჯერა, დრო რომ მოეცათ იუნაიტედი დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებდა" - ამბობს მოიესი.

"მჯერა თუ არა, რომ უფრო სტაბილური გუნდი ვიქნებოდით? რათქმაუნდა. თუმცა ვაღიარებ, რომ იმ მოკლე დროში უფრო მეტი უნდა მომენდომებინა - მეტი თამაში უნდა მომეგო." - იხსენებს შოტლანდიელი.

"ბევრად უკეთ შემეძლო თავის წარმოჩენა, უკეთესი შედეგებით - თუმცა რას წარმოვიდგენდი, რომ 6 თვის შემდეგ ასეთ წნეხში აღმოვჩნდებოდი?! გულუბრყვილო ვიყავი, მეგონა დროს მომცემდნენ."

მოიესი იუნაიტედიდან ზუსტად 10 თვის შემდეგ დაითხოვეს და კლუბმა დროებით მთავარ მწვრთნელად მაშინ მისი ასისტენტი - რაიან გიგზი დანიშნა.

კომენტარები

ბოლო ამბები