Thumbnail
  • როგორც ჩანს, იუვენტუსმა რომელუ ლუკაკუსთან შეთანხმებას მიაღწია
  • მაურიციო სარი თანახმაა, ბელგიელის სანაცვლოდ პაულო დიბალა დათმოს
  • არგენტინელს იუვენტუსიდან წასვლა არ სურს

იტალიური ‘გაძეტა დელო სპორტის’ ინფორმაციით, რომელუ ლუკაკუ და იუვენტუსი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდნენ. მანჩესტერ იუნაიტედიც მზადაა, ბელგიელი ცენტრფორვარდი გაყიდოს - როგორც ირკვევა, მანკუნიანელები მზად არიან, ლუკაკუ 83,5 მილიონ ევროდ გაყიდონ, იუვე კი ინგლისურ გრანდს ჯერ მხოლოდ 65 მილიონს სთავაზობს.

რომელუ ლუკაკუ მილანის ინტერსაც სურს

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტურინული გრანდი მზადაა, პაულო დიბალა დათმოს, რომელიც იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის, ოლე გუნარ სულშერის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ფეხბურთელია. გუშინ ვწერდით, რომ დიბალას იუვენტუსიდან წასვლა არ სურს, მაგრამ გუნდის ახალ მწვრთნელ მაურიციო სარისთან დალაპარაკებას აპირებს. არგენტინელი ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას ითხოვს.

იტაილური მედია: სარი თანახმაა, დიბალა გაუშვას

იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ალფრედო პედულა ავრცელებს ინფორმაციას, რომ სარიმ იუვეს ბოსებს დიბალასა და ლუკაკუს გაცვლაზე თანხმობა განუცხადა. თუ ეს სიმართლეა და იუნაიტედში გადასვლაზე დიბალაც დათანხმდა, მაშინ ტურინული და მანჩესტერული გრანდები შეთანხმებას ძალიან მალე მიაღწევენ.

გამოკითხვა

ვინ სად წავა სატრანსფერო პერიოდში?

  • დავიდ დე ხეა პსჟ-ში
  • ლეროი სანე ბაიერნში
  • პოლ პოგბა იუვენტუსში
  • რომელუ ლუკაკუ ინტერში
  • ჰენრიხ მხითარიანი ჩინეთში
  • ფილიპე კოუტინიო ჩელსიში
  • ალექსანდრ ლაკაზეტი ბასელონაში
  • კრისტიან ერიკსენი რეალ მადრიდში

კომენტარები

ბოლო ამბები