Thumbnail

'რა საჭიროა ეს მატჩი?' - კლოპს ინგლისის სუპერთასი არ მოსწონს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • კლოპი 'ქომუნითი შილდს' აკრიტიკებს
  • "ამ თამაშს სეზონთან საერთო არაფერი აქვს"

იურგენ კლოპმა ინგლისის სუპერ თასის, იგივე 'ქომუნითი შილდსი' მნიშვნელობა ეჭვქვეშ დააყენა და განაცხადა, რომ ამ მატჩს პრესა და ფანები ზედმეტად დიდ მნიშნველობას ანიჭებენ - "ყველამ ვიცით, რომ ეს სეზონისთვის მოსამზადებელი რიგითი სპარინგ-მატჩია."

"თუმცა ამას არავინ არ ამბობს, გერმანიაში სუპერთასი 5-ჯერ მაქვს მოგებული და სიმართლე გითხრათ ეს მიღწევა არავის აინტერესებს. ამ თამაშს სეზონთან საერთო არაფერი აქვს და წავაგებ, თუ მოვიგებ დიდი მნიშნველობა ამას ჩემთვის არ აქვს."

ვერცხლის ფარი ინგლისში 1908 წლიდან თამაშდება, თავდაპირველად მატჩს 'ჩარიტი შილდი' (საქველმოქმედო ფარი) ეწოდებოდა. მატჩიდან შემოსული თანხა ასოციაციის თასზე მონაწილე 124 გუნდზე ნაწილდება, და ამ კლუბების საშუალებით ლოკალური კომუნების საქველმოქმედო პროექტებზე იხარჯება.

'ქომუნითი შილდი' უემბლიზე 4 აგვისტოს, 18:00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას, პრემიერლიგის შარშანდელი პირველი და მეორე ადგილოსანი გუნდები - მანჩესტერ სიტი და ლივერპული მიიღებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები