Thumbnail

გია ჭიაბრიშვილი: ბოლომდე დავიხარჯებით და ლამაზ ფეხბურთს ვითამაშებთ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საბურთალო ზაგრების დინამოსთან საპასუხო მატჩისთვის ემზადება
  • მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მედიასთან გია ჭიაბრიშვილმა ისაუბრა

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი საბურთალო ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას ზაგრებში გამართავს, სადაც ადგილობრივ დინამოს შეხვდება. პირველი მატჩი თბილისში საბურთალოს მარცხით 0:2 დასრულდა.

იმ შემთხვევაში თუ საბურთალო ზაგრების დინამოს ბარიერს დაძლევს, მისი მეტოქე ფერენცვაროშსა და ვალეტას შორის გამარჯვებული გუნდი იქნება, ხოლო მარცხის შემთხვევაში, საბურთალო ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე სომხურ არარატ არმენიასა და გიბრალტარის ლინკოლნს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

შეხვედრა 30 ივლისს 'მაქსიმირის' სტადიონზე გაიმართება. გუნდებს თამაში ცარიელი ტრიბუნების ფონზე მოუწევთ. საბურთალოს მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მონდომებასთან ერთად გუნდს გამართლებაც სჭირდება თამაშის მოსაგებად.

გია ჭიაბრიშვილი: ტრავმებისა და დანაკლისის მიუხედავად, გუნდში საბრძოლო განწყობაა. მონდომებასთან ერთად ამ თამაშში გამართლებაც საჭირო იქნება, რათა მომდევნო ეტაპზე გავიდეთ.

დასაკარგი არაფერია და ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ. ვეცდებით ჩვენი გულშემატკივრისთვის ბოლომდე დავიხარჯოთ და ლამაზი ფეხბურთი ვითამაშოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები