Thumbnail

'რუსეთი მალე გამოჯანმრთელდება' - კაფელნიკოვი და კასპაროვი პუტინის წინააღმდეგ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 3 აგვისტოს აქციაზე მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანიც გავა
  • გარი კასპაროვი ევროპელი ლიდერების წინააღმდეგ

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ევგენი კაფელნიკოვი პუტინის რეჟიმის დიდი მოწინააღმდეგეა. ის მოსკოვში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა - შეგახსენებთ, რომ მოსკოვში აქციებზე ათასზე მეტი ადამიანი დაიჭირეს.

"ტვერსკაიამ დღეს ყველას, და მათ შორის მეც, დაგვიმტკიცა, რომ რუსეთის ახლანდელი ხელისუფლებისთვის დაბრუნების წერტილი გავლილია.

ახლა მათ რჩებათ შანსი ბატისკაფში ჩახტნენ და ბალტიის ან შავი ზღვის ფსკერზე დაილექონ. რუსეთი მალე გამოჯანმრთელდება!

შეგახსენებთ, რომ მოსკოვში პუტინის ხელისუფლებამ არასანქცირებული მიტინგი დაარბია, რომლებიც მოსკოვის სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაციას ითხოვდნენ. 

კაფელნიკოვმა ასევე დააანონსა, რომ 3 აგვისტოს მორიგ მიტინგზე კაფელნიკოვიც იქნება. 
ამას წინათ, კაფელნიკოვმა საქართველოს სოლიდარობა გამოუცხადა და ქართულ პროდუქციას რეკლამა გაუკეთა

მოსკოვის აქციებს მხარდაჭერა კიდევ ერთმა ყოფილმა სპორტსმენმა გამოუცხადა, მსოფლიოს ჩემპიონმა ჭადრაკში გარი კასპაროვმა:

"ამ მამაცმა პროტესტანტებმა რუსეთში სისხლიანი მესიჯი გაუგზავნეს არა მარტო პუტინს, არამედ, ევროპელ ლიდერებსაც, რომელთაც პუტინის სასტიკი რეჟიმი გულში ჩაიკრეს და შესაძლოა, ხელიც მოითბეს ამით", - წერს კასპაროვი ტვიტერზე.

კომენტარები

ბოლო ამბები