Thumbnail

უთანასწორო ბრძოლა ქართველ ოძეკისთან - ტოჩინოშინი იაპონურ სერიალში გადაიღეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინი იაპონიაში ცნობილ სერიალში გადაიღეს
  • სერიალის გმირის უთანასწორო შერკინება ქართველ ოძეკისთან

28 ივლისს იაპონიაში TBS-ის დრამა No Side Game-ის მორიგ ეპიზოდში მონაწილეობა ქართველმა ოძეკი ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) მიიღო. No Side Game იაპონიაში ცნობილი სერიალია.

ეპიზოდში ფილმის გმირი ჰაიატო კიმიჯიმა (მსახიობი იო ოიზუმი) ციხეში სუმოს მატჩის ეპიცენტრში ხვდება, სადაც მას ტოჩინოშინი ერკინება. კიმიჯიმამ ტოჩინოშინთან მეტად არათანაბარ ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა.

ეპიზოდმა იაპონიაში დიდი გამოხმაურება მოიპოვა. No Side Game-ის ფანებმა ბევრი იხალისეს ტოჩინოშინის მონაწილეობით გადაღებულ ეპიზოდზე. 

უთანასწორო ორთაბრძოლა

ჰაიატო კიმიჯიმა დიდი კომპანიის გამორჩეული მენეჯერია, რომელსაც ხელმძღვანელობა დააქვეითებს და რეგიონში გადაიყვანს სამუშაოდ, სადაც მას რაგბის კლუბ ასპროს-ს ჩააარებენ. ეს კლუბი ადრე საკმაოდ ძლიერი იყო, თუმცა ახლა ლუზერების კრებულია. სერიალის გმირი ცდილობს, სარაგბო გუნდისთვის ძველი დიდების დაბრუნებას, ოღონდ ერთია - საერთოდ არაფერი გაეგება რაგბიში...

კომენტარები

ბოლო ამბები