Thumbnail
  • ეთერ ლიპარტელიანის პროგრესი რეიტინგში
  • გელა ზაალიშვილი ათეულს უახლოვდება

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ზაგრების გრანპრიზე 5 მედალი მოიპოვა: 2 ოქრო და 3 ბრინჯაო, რაც საკმარისი გახდა, რომ საქართველოს კაცთა მედლების საერთო ჩათვალაში გუნდური პირველი ადგილი მოეპოვებინა.

ზაგრების გრანპრის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ეთერ ლიპარტელიანმა 13 პოზიციით წინ გადაინაცვლა.

გელა ზაალიშვილი ათეულს უახლოვდება. ბუდაპეშტისა და ზაგრების ტურინირის შემდეგ, გელა რეიტინგში 11 პოზიციით დაწინაურდა და ახლა მე-17 ადგილზეა.

ქართველების პოზიციები განახლებულ რეიტინგში

ტატო გრიგალაშვილი (-81კგ) 22-ე ადგილზეა. რეიტინგში წინსვლა 2 ადგილით. (2263 ქულა)

ბექა ღვინიაშვილი (-90კგ) მე-7 ადგილზეა. რეიტინგში წინსვლა ერთი ადგილით. (4223 ქულა)

ლევან მატიაშვილი (+100კგ) 23-ე ადგილზეა. რეიტინგში წინსვლა 5 ადგილით. (2176 ქულა)

გელა ზაალიშვილი (+100კგ) მე-17 ადგილზეა. რეიტინგში წინსვლა 6 ადგილით. (2816 ქულა)

ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ) 47-ე ადგილზეა. რეიტინგში წინსვლა 13 ადგილით. (944 ქულა)

კომენტარები

ბოლო ამბები