Thumbnail

პატრის ევრამ 38 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ევრა ფეხბურთიდან მიდის
  • ფრანგმა კარირაში 733 მატჩი ჩაატარა...

მანჩესერ იუნაიტედის, იუვენტუსის, მონაკოს და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მარცხენა მცველმა - პატრის ევრამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

"ჩემი საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად დასრულდა. 2013 წლიდან უეფას B ლიცენზიის აღებას ვცდილობ, ამ საქმეს დავასრულებ და შემდეგ A ლიცენზიაზე გადავალ."

მონაკოდან იუნაიტედში გადასვლის შემდეგ, ევრამ ინგლისში 5 პრემიერლია, 3 ლიგის თასი, ინგლისის სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 2014 წელს წითელი მაისური იუვეზე გაცვალა, სადაც 2 სკუდეტო, იტალიის თასი და იტალიის სუპერთასის მფლობელი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები