Thumbnail

საქართველო მძიმე წონაში პოზიციებს იმყარებს - IJF-მა ზაგრების გრანპრი შეაჯამა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მძიმე წონაში საქართველოს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჰყავს
  • ახალი ვარსკვლავი, რომელმაც იაპონელი ჰისაიოში ჰარასავა დაამარცხა
  • ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ზაგრების ტურნირი შეაფასა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს მძიმე წონაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჰყავს - გურამ თუშიშვილმა ჩემპიონის ტიტული 2018 წელს ბაქოში მოიპოვა და მის დაცვას ახლა უკვე ტოკიოში ეცდება. ამ წონაში კიდევ ერთი ვარსკვლავი გამოჩნდა, რომელმაც უკვე მოახერხა რამდენიმე ტიტულის მოგება და ეს ძიუდოისტი გელა ზაალიშვილია.

19 წლის გელა ზაალიშვილმა იაპონელი ჰისაიოში ჰარასავა საოცარი ილეთით დაამარცხა და ზაგრების გრანპრიზე ოქროს მედალი მოიგო.

წაიკითხე | გელა ზაალიშვილი: იმ მომენტში დავიჯერე, რომ მოგება შემეძლო!

საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციამ ზაგრების გრანპრის მესამე საჭიდაო დღე შეაფასა და ქართველების დომინაციაზე გააკეთა აქცენტი. სტატია ასეთი სათაურით გამოქვეყნდა - 'საქართველო მძიმე წონაში პოზიციებს იმყარებს'. IJF-მა ბექა ღვინიაშვილის, გელა ზაალიშვილისა და ლევან მატიაშვილის ჭიდაობა შეაფასა.

სტატიაში აქცენტი ლევან მატიაშვილის მე-13 მედალზეც გაკეთდა, რომელიც მან ზაგრების გრანპრიზე მოიპოვა.

IJF ბექა ღვინიაშვილზე: 23 წლის ძიუდოისტმა ის ფეთქებადი ძიუდო გვიჩვენა, რომელმაც მას დიდი რეპუტაცია მოუტანა. მან ეს რეპუტაცია 2016 წლის ოლიმპიადამდე მოიპოვა.

IJF გელა ზაალიშვილზე: 19 წლის ძიუდოისტმა საოცარი ქამბექი შემოგვთავაზა. მან ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორთან, ჰისაიოში ჰარასავასთან დასამახსოვრებელი გამარჯვება ჩაიწერა.

კომენტარები

ბოლო ამბები