Thumbnail

არსენალი ხედირასთვის ბრძოლაში ჩაერთო! გერმანელს რამდენიმე ვარიანტი აქვს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • თითქმის გადაწყვეტილია, რომ სამი ხედირა იუვენტუსში არ დარჩება
  • 32 წლის ნახევარმცველს ინგლისური კლუბები ეპატიჟებიან

სამი ხედირას იუვენტუსში მომავალი აღარ აქვს. ტურინული გრანდის ნახევარდაცვაში ისედაც დიდი კონკურენცია იყო, აარონ რემზის და ადრიან რაბიოს ტრანსფერების შემდეგ კი, 32 წლის გერმანელი ნახევარმცველისთვის იუვეში ადგილი ნამდვილად აღარ რჩება. ახალი მწვრთნელის, მაურიციო სარის განკარგულებაში, ხედირას გარდა, 5 ძლიერი ცენტრალური ნახევარმცველია: რაბიო, რემზი, ბლეზ მატუიდი, ემრე ჯანი, მირალემ პიანიჩი და როდრიგო ბენტანკური. აქედან, 4 უშუალოდ ხედირას კონკურენტია.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი კარიერას, დიდი ალბათობით, ინგლისში, ან გერმანიაში გააგრძელებს. პრემიერლიგიდან მას ვულვერჰემპტონი და ლონდონის არსენალი ეპატიჟებიან - ამის შესახებ ‘კორიერე დელო სპორტი’ წერს. ლონდონური კლუბი ხედირასთვის ბრძოლაში ახლა ჩაერთო - არსენალის მთავარ მწვრთნელ უნაი ემერის გერმანელი ძალიან მოსწონს.

იუვენტუსში ხედირას ადგილი აღარ რჩება

ხედირა იუვეში 2015 წლიდან თამაშობს და ტურინულ კლუბთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს. ‘გაძეტა დელო სპორტის’ ინფორმაციით, სამის ბუნდესლიგაში დაბრუნება ურჩევნია, მაგრამ მას მერე, რაც არსენალის ინტერესის შესახებ შეიტყო, ინგლისზეც სერიოზულად დაფიქრდა.

იტალიური სპორტული მედიის ცნობით, იუვენტუსი 19 წლის ფორვარდ მოიზე კინთან განშორებასაც აპირებს. მისი შეძენით ევერტონია დაინტერესებული და მზადაა, იუვენტუსს 40 მილიონი ევრო გადაუხადოს.

გამოკითხვა

ვინ სად წავა სატრანსფერო პერიოდში?

  • დავიდ დე ხეა პსჟ-ში
  • ლეროი სანე ბაიერნში
  • პოლ პოგბა იუვენტუსში
  • რომელუ ლუკაკუ ინტერში
  • ჰენრიხ მხითარიანი ჩინეთში
  • ფილიპე კოუტინიო ჩელსიში
  • ალექსანდრ ლაკაზეტი ბასელონაში
  • კრისტიან ერიკსენი რეალ მადრიდში

კომენტარები

ბოლო ამბები