Thumbnail
  • პაულო დიბალამ შვებულება ნაადრევად დაასრულა
  • არგენტინელი მაურიციო სარისთან შეხვედრას გეგმავს
  • მას ტოტენჰემი, პსჟ, ბაიერნი და იუნაიტედი ეპატიჟებიან

პაულო დიბალას მომავალი ჯერჯერობით ბოლომდე გარკვეული არ არის. იუვენტუსის არგენტინელ შემტევს ტოტენჰემი, პარი სენ-ჟერმენი, ბაიერნი და მანჩესტერ იუნაიტედი ეპატიჟებიან.

Sky Italia-ს ინფორმაციით, 25 წლის დიბალას იუვენტუსიდან წასვლა არ სურს, მაგრამ ჯერ არ იცის, რას ფიქრობს მის შესახებ ტურინული გრანდის ახალი მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი. თუკი ეს უკანასკნელი არგენტინელს იუვეს ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებს და მის სქემაში მნიშვნელოვანი როლი ექნება, დიბალა იუვედან წასვლაზე არც კი იფიქრებს, მაგრამ თუ სარი სასტარტო შემადგენლობაში თამაშის გარანტიას ვერ მისცემს, მაშინ სხვა ვარიანტებზე სერიოზულად დაფიქრდება.

დიბალა ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას ითხოვს

დიბალამ არაერთხელ აღნიშნა, რომ სარის შემტევი სტილი ძალიან მოსწონს და იუვენტუსი მისთვის ნომერ პირველი არჩევანია. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ არგენტინელს შეეძლო, კოპა ამერიკის გამო შვებულებაში უფრო დიდხანს დარჩენილიყო, მაგრამ დასვენებაზე უარი თქვა და შვებულება ნაადრევად დაასრულა.

არგენტინელის ბედი სარის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული

იტალიურ სპორტულ გამოცემებში იწერება, რომ სარი იუვენტუსში მეტწილად 4-3-1-2 ტაქტიკური სქემის გამოყენებაზე ფიქრობს, სადაც ფორვარდებად კრიშტიანო რონალდოს და პაულო დიბალას მოიაზრებს, მათ უკან კი - აარონ რემზის. ‘ტუტოსპორტის’ ინფორმაციით, ამ დღეებში დიბალა იუვეს მწვრთნელს დაელაპარაკება და თუ სარი მას ამ ინფორმაციას დაუდასტურებს, აუცილებლად ტურინში დარჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები