Thumbnail

‘ძალიან პირადული ამბავია’ - რამდენიმედღიანი პაუზა კოლაშინაცს და იოზილს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • თავდასხმის შემდეგ, უნაი ემერიმ მესუთ იოზილი და სეად კოლაშინაცი დაასვენა
  • არსენალის მწვრთნელის აზრით, ახლა ისინი ფეხბურთზე არ ფიქრობენ

ლონდონის არსენალის მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ლიონთან ტესტმატჩში მესუთ იოზილი და სეად კოლაშინაცი არ ათამაშა. ‘მეთოფეებმა’ ფრანგულ კლუბთან კვირას 1:2 წააგეს. როგორც იცით, ამ მატჩამდე სამი დღით ადრე, იოზილს და კოლაშინაცს თავს დანებით შეიარაღებული პირები დაესხნენ. მიუხედავად იმისა, რომ კოლაშინაცის თქმით, ფეხბურთელები თავს კარგად გრძნობდნენ, ემერიმ ისინი ლიონთან არ გამოიყენა.

სეად კოლაშინაცი და მესუთ იოზილი

“ეს არ იყო კარგი მომენტი ფეხბურთის თამაშისთვის, რადგან იოზილი და კოლაშინაცი ფეხბურთზე 100 პროცენტით არ იყვნენ კონცენტრირებულები. ეს ძალიან პირადული ამბავია, ჩვენთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ფეხბურთელები თავს კარგად გრძნობდნენ და ახლა ოჯახებთან ერთად, მშვიდად იყვნენ,” - ასე ახსნა ემერიმ გადაწყვეტილება.

ინგლისური მედიის ინფორმაციით, იოზილი და კოლაშინაცი კვირას ემერის შეხვდნენ. “გადაწყვიტე, რომ ახლა უმჯობესი იყო, დაესვენათ. იმედი მაქვს, რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ დამშვიდებულები დაგვიბრუნდებიან და ნორმალურად ივარჯიშებენ,” - დასძინა არსენალის მწვრთნელმა.

იოზილს და კოლაშინაცს მომხდარის შესახებ ოფიციალური განცხადებები არ გაუკეთებიათ, სოციალურ ქსელებში კი ფანებს მხოლოდ ის შეატყობინეს, რომ კარგად არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები