Thumbnail
  • საბურთალო ზაგრებში დანაკლისით მიდის
  • გონსალვესი და შინდაგორიძე ტრავმირებულები არიან
  • ტერას სავიზო პრობლემები აქვს, კოხრეიძე დისკვალიფიცირებულია
  • გუნდის ახალწვეული ლევან ყენია 19-კაციან განაცხადშია

საქართველოს ჩემპიონი საბურთალო ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, ზაგრების დინამოს სამშაბათს, 30 ივლისს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი, თბილისში, ხორვატიის ჩემპიონის გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ზაგრებში 29 ივლისს გაემგზავრება. საბურთალოს სხვადასხვა მიზეზების გამო 4 წამყვანი ფეხბურთელი დააკლდება. ზაგრებში ვერ მიემგზავრებიან ვაგნერ გონსალვესი და ლაშა შინდაგორიძე, რომლებსაც ტრავმები აწუხებთ. ელვინ ტერას სავიზო პრობლემები აქვს, ხოლო გიორგი კოხრეიძე დისკვალიფიცირებულია.

სამაგიეროდ, საბურთალოს განაცხადშია ლევან ყენია!

გიორგი ჭიაბრიშვილს ზაგრებში 19 ფეხბურთელი მიჰყავს:

მეკარეები: ომარ მიგინეიშვილი, ლაზარე კუპატაძე, დენის შელიხოვი.

მცველები: ნიკოლოზ მალი, გრიგოლ ჩაბრაძე, იური ტაბატაძე, ლუკა ლაკვეხელიანი, გიორგი რეხვიაშვილი, გაგი მარგველაშვილი, გიორგი ჯინჯოლავა.

ნახევარმცველები: ლევან კაკუბავა, დაჩი ცნობილაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გეგა დიასამიძე, თორნიკე გორგიაშვილი, ლევან ყენია.

თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა, ოგნიენ როლოვიჩი, გიორგი გულიაშვილი.

საბურთალოს ზაგრებში 4 წამყვანი ფეხბურთელი დააკლდება
📸 | საბურთალო

ზაგრების დინამოსა და საბურთალოს მატჩს საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში გადასცემს. შეხვედრა სამშაბათს, თბილისის დროით, 22:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები