Thumbnail

ზაალიშვილის სასწაული იპონი იაპონელთან და გუნდური პირველი ადგილი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გელა ზაალიშვილმა ზაგრების გრანპრი ოქროს მედლით დაასრულა
  • საქართველომ ზაგრებში გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა

ზაგრების გრანპრი საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დასრულდა! მძიმე წონაში ჯერ ლევან მატიაშვილმა მოიპოვა ბრინჯაოს მედალი, ხოლო ფინალში გელა ზაალიშვილმა იაპონელი ჰისაიოში ჰარასავა საოცარი ილეთით დაამარცხა და ზაგრების გრანპრიზე ოქროს მედალი მოიგო.

ზაალიშვილმა კარიერაში გრანპრიზე პირველი ოქრო აიღო. მანამდე გელას ოქროს მედალი ბაქოს გრანდ სლემზე ჰქონდა მოგებული. საქართველოს ნაკრებმა ზაგრებში გუნდური ჩემპიონობა იზეიმა - ძიუდოისტებმა ჯამში 5 მედალი მოიგეს.

📺 ვიდეო: გელა ზაალიშვილის ბრწყინვალე იპონი

გელა ზაალიშვილმა იაპონელი ჰისაიოში ჰარასავა დაამარცხა

გელა ზაალიშვილმა იაპონელი ჰისაიოში ჰარასავა დაამარცხა საოცარი და სასწაული ილეთი. ზღვა ემოცია და ცრემლები. კომენტატორების რეაქცია!!!

Posted by Silk Sport on კვირა, 28 ივლისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები