Thumbnail

ზაგრების გრანპრი | ლევან მატიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ზაგრებში მიმდინარე გრანპრის დასკვნითი დღე
  • ლევან მატიაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა მოიგო

ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს გრანპრიზე ლევან მატიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა გადამწყვეტ შეხვედრაში ჰოლანდიელ როი მეიერს აჯობა. ლევანი მეიერმა ვაზარზე დააგდო, მაგრამ მატიაშვილის აქტიურობამ შედეგი გამოიღო.

მსაჯმა მეტოქე 3-ჯერ გააფრთხილა და ბრინჯოას მედალი ლევან მატიაშვილს დარჩა, რომელმაც კარიერაში გრანპრისა და გრანდ სლემზე მე-17 მედალი მოიპოვა. ლევანს კარიერაში ამ რანგის ტურნირებზე 2 ოქრო, 4 ვერცხლი და 11 ბრინჯაო აქვს მოგებული.

კომენტარები

ბოლო ამბები