Thumbnail

ზაგრების გრანპრი | ბექა ღვინიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ზაგრებში მიმდინარე გრანპრის დასკვნითი დღე
  • ბექა ღვინიაშვილმა ტურნირი ტრიუმფით დაასრულა

ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს გრანპრი ტრიუმფალური გამოდგა ბექა ღვინიაშვილისთვის. -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ბრწყინვალედ გაიარა მთელი გზა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ნახევარფინალში ბექა ღვინიაშვილმა უნგრელი ტოტი დაამარცხა, ხოლო ფინალში იაპონელ სანშირო მურაოს სძლია. ბექამ მეტოქე ძირითად დროში, შესანიშნავი იპონით დაამარცხა. ფინალურ ბლოკამდე ღვინიაშვილმა  ჯერ სლოვენიელ მეტოქეს მოუგო, შემდეგ კი უზბეკს, კიდევ ერთ იაპონელ ნაგასავასთან კი მოგება ჩაეთვალა.

ბექა ღვინიაშვილის ფინალური ორთაბრძოლა

ბრუნის მეფის დაბრუნება! ღვინიაშვილმა ზაგრების გრან პრი მოიგო

ბრუნის მეფის დაბრუნება! ღვინიაშვილმა ზაგრების გრან პრი მოიგო მან იაპონელი მეტოქე იპონით დაამარცხა

Posted by Silk Sport on კვირა, 28 ივლისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები