Thumbnail
  • ‘კიკერმა’ ტრადიციული გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა
  • გერმანიის წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი მარკო როისია

მარკო როისი გერმანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელია! დორტმუნდის ბორუსიას კაპიტანმა ‘კიკერის’ ტრადიციულ, ყოველწლიურ გამოკითხვაში სპორტულ ჟურნალისტებს შორის ყველაზე მეტი, 158 ხმა მიიღო და კარიერაში მეორედ გახდა გერმანიის წლის საუკეთესო მოთამაშე. 30 წლის როისმა საკმაოდ დიდი უპირატესობით აჯობა მეორე ადგილზე გასულ კაი ჰავერტცს (ლევერკუზენი, 121 ხმა) და იოზუა კიმიხს (ბაიერნი, 35). შეგახსენებთ, რომ შარშან ეს გამოკითხვა ტონი კროოსმა მოიგო.

“ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა როისი წლის საუკეთესოდ პირველად 2012 წელს დაასახელეს. “ეს ჯილდო ჩემთვის უდიდესი პატივია. ვფიქრობ, ამით ბოლო ორი წლის შრომა დამიფასდა. 2017 წელს უმძიმესი ტრავმა მივიღე. ასეთი ტრავმის შემდეგ დაბრუნება და მაღალ დონეზე თამაში ძალიან ძნელია. ვამაყობ გერმანელი სპორტული ჟურნალისტების გადაწყვეტილებით!” - უთხრა როისმა კიკერს.

’კიკერის’ გამოკითხვაში, წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდება, როგორც მოსალოდნელი იყო, ლივერპულის დამრიგებელმა იურგენ კლოპმა (183 ხმით) დაიმსახურა. მეორე ადგილზე დიუსელდორფის ფორტუნას მწვრთნელი ფრიდჰელმ ფუნკელი გავიდა (139 ხმა), მესამეზე კი - ფრანკფურტის აინტრახტის დამრიგებელი ადი ჰიუტერი (56).

კლოპმა წელს ლივერპულთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო

აღსანიშნავია, რომ ბაიერნის თავკაცმა ნიკო კოვაჩმა მეოთხე ადგილი დაიკავა - მან მხოლოდ 52 ხმა მიიღო. გერმანიის ნაკრების მწვრთნელი იოახიმ ლიოვი კი საუკეთესო ათეულშიც ვერ მოხვდა. გერმანიის წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი კი ჯენიფერ მოროსანი (ლიონი, გერმანიის ნაკრები) გახდა.

გერმანიის წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელების საუკეთესო ათეული

1. მარკო როისი (დორტმუნდი) - 158 ხმა
2. კაი ჰავერტცი (ლევერკუზენი) - 121
3. იოზუა კიმიხი (ბაიერნი) - 35
4. ლეროი სანე (მანჩესტერ სიტი) - 28
5. ლუკა იოვიჩი (აინტრახტი/რეალი) - 27
6. სერჟ გნაბრი (ბაიერნი) - 22
7. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) - 21
8. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა) - 17
9. ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი) - 15
10. მატს ჰუმელსი (ბაიერნი/დორტმუნდი) - 8

კომენტარები

ბოლო ამბები